სმოკი - პატარა გმირი
სმოკი - პატარა გმირი
სასტიკმა ომმაც კი არ შეუშალა ადამიანებს ხელი, რომ მათი ერთგული ოთხფეხა მეგობრები გვერდით ჰყოლოდათ. რამ უნდა გაგახალისოს, როცა ირგვლივ ამხელა ბოროტება ხდება? მაგრამ ასეთი უბედურების დროსაც ცხოველები არა მხოლოდ უთანაგრძნობდნენ და დარდს უმსუბუქებდნენ ადამიანებს, არამედ პატიოსნად ემსახურებოდნენ მათ.

არა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ გმირები, არამედ ცხოველებსაც.

მეორე მსოფლიო ომის საშინელ პერიოდში, პატარა იორქშირული ტერიერი, სახელად სმოკი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გამბედავი და მამაცი ძაღლი.

Zooclub

1944 წელს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ეს პატარა არსება ახალი გვინეის ტყეში, ერთ-ერთ სოროში შიშიგან დამალული იპოვეს. ჯარისკაცებს
ეგონათ, რომ ძაღლი იაპონელების საკუთრება იყო, მაგრამ სმოკის არ ესმოდა არც იაპონური და არც ინგლისური
ბრძანებები.

ჯარისკაცებმა ძაღლი, ამერიკელ კაპრალს უილიამ უინს სულ რაღაც 2 ავსტრალიურ ფუნტად (6.4 დოლარად) მიჰყიდეს. მთელი მისი ცხოვრება სმოკი პატრონის ერთგული იყო და მას გვერიდიდან არ შორდებოდა. ამ პატარა ძაღლს, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა უილიამს – ის არა ერთხელ გადმომხტარა პარაშუტით კაპრალთან ერთად, იღებდა მონაწილეობას საბძოძლო ფრენებში, მის თვალწინ გაიარა უმრავმა საჰაერო შეტევამ, მაგრამ ერთხელც არ შეუშინებია ამ საშინელ ომს.

Zooclub

ერთხელ, სმოკი ჯარისკაცებს გრძელ და ვიწრო მილში მავთულის გატარებაში დაეხმარა, რაც იმ დროს საბრძოლო მოქმედებებისთვის აუცილებელი იყო. ყველა აღფრთოვანებული იყო ძაღლის ასეთი გმირული საქციელით.

მას შემდეგ, რაც საოცარი წინათგრძნობით იაპონელი კამიკაძის მოახლოება იგრძნო და პატრონი და მისი რვა მეგობარი სიკვდილისგან იხსნა, კაპრალმა მას ზედმეტი სახელიც კი შეარქვა – "ანგელოზი მელიის ბუნაგიდან".

ეს საოცარი ძაღლი ოცდამეექვსე საავიაციო დანაყოფის სრულუფლებიანი წევრი იყო აშშ-ში. მან დამსახურებულად მიიღო კაპრალის წოდება და რვა მედალი.

სმოკის ნაციონალური სენსაციაც უწოდეს. სწორედ ამ ძაღლის გამო გამძაფრდა იორქშირული ტერიერის ჯიშის მიმართ ინტერესი.

Zooclub

სმოკი 1957 წლის 21 თებერვალს, 14 წლის ასაკში დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან 48 წლის შემდეგ, 2005 წლის ვეტერანების დღეს, მას ძეგლი დაუდგეს. ამავე დროს, ეს მემორიალი ყველა იმ ძაღლს ეძღვნება, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინეს. ძეგლზე გამოსახულია სმოკი, რომელიც საბრძოლო ქუდში ზის, ეს გამოსახულება მისი რეალური ფოტოებიდან არის გადმოღებული.

Zooclub

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?