ძაღლმა გაზქურიდან ბლინი მოიპარა და შედეგად, სახლში ხანძარი გააჩინა (+ვიდეო)
2 თებერვალს მასაჩუსეტსის (აშშ) სახანძრო სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა. როდესაც მაშველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ცეცხლმოკიდებულ სახლში არავინ იყო ორი ძაღლის გარდა.

აღმოჩნდა, რომ ხანძარი ერთ-ერთმა შინაურმა ცხოველმა გააჩინა. ძაღლმა გაზქურაზე თეფშით დადებული ბლინები შეამჩნია და მის მოსაპარად აძვრა, რის შედეგადაც შემთხვევით გაზქურის ჩამრთველს დააჭირა და სახლში ხანძარი გააჩინა.

ინციდენტის ამსახველი კადრები სახლის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდებოდა, რომ არა სახლის სიგნალიზაცია, რომელიც ამოქმედდა და სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა.

სანამ მაშველები ცეცხლის ჩაქრობის პროცესში იყვნენ, ძაღლი დამნაშავე სახით სავარძელზე
იჯდა.

საბედნიეროდ, შინაური ცხოველები სახლიდან უვნებლები გამოიყვანეს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შინაური ცხოველების პატრონებს სახლში უსაფრთხოების
გამკაცრებას ურჩევენ, რათა უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილონ.

ასევე იხილეთ:

ლაბრადორის ლეკვმა 23 000 დოლარად ღირებული ნიშნობის ბეჭდები გადაყლაპა

ძაღლმა შობის დღესასწაულზე შემწვარი ინდაური მთლიანად შეჭამა

სატელევიზიო ინტერვიუს დროს ძაღლმა ღვეზელი მოიპარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?