ძაღლი მეზობლის ცალთვალა ცხენზე დაჯდა და გაიქცა... ამ ვიდეოს 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს
მისურის შტატში (აშშ) მცხოვრებმა, მეზობლის კორგი და თავისი პონის გაქცევა ვიდეოზე შემთხვევით გადაიღო.

22 წლის კელი შენკერი სახლში გვიან ბრუნდებოდა, როდესაც ცალთვალა ცხენზე მეზობლის ძაღლი შენიშნა. მან მოასწრო ცხენზე ამხედრებული შინაური ბინადრის გადაღება.

"ის ცხენზე ადამიანივით იჯდა. გაოცებული დავრჩი, როდესაც პონიმ სიჩქარეს მოუმატა, ძაღლი არ გადმოვარდნილა და საკუთარი სხეული დააბალანსა", - ამბობს ვიდეოს ავტორი.

გოგონამ კადრები გაავრცელა Facebook-ზე, სადაც ვიდეოს რამდენიმე დღის განმავლობაში 5,7 მილიონი ნახვა ჰქონდა. სტატუსმა, სადაც კელი ამ ისტორიის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებს უზიარებს, 65 ათასი მოწონება დაიმსახურა.

კელი ირწმუნება, რომ კორგი მისი მეზობლის ძაღლია. ასევე, გოგონა აღნიშნავს, რომ ცხოველის ოჯახს ინტერნეტთან შეხება
თითქმის არ აქვს, ამიტომ კორგის ოჯახმა დღემდე არ იცის, თუ რამდენად პოპულარული გახდა მათი შინაური ბინადარი.

ასევე იხილეთ:

პარიზის ქუჩებში მოსეირნე ძაღლი და მისი მეგობარი იხვი

პინგვინები ზოოპარკიდან გაქცევას ცდილობენ

განუყრელი მეგობრები - თხა და ძაღლი ფერმიდან ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაიქცნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?