ლეკვმა გოგონას საოცარი ამბავი შეატყობინა: ცხოველის საყელურზე წაკითხულმა მისი აღფრთოვანება გამოიწვია (+ვიდეო)
როგორ უნდა მოვხიბლოთ საყვარელი ადამიანი, თუ მას ცხოველები ძალიან უყვარს? კრეატიულმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ არჩევანის გაკეთება აუცილებელი არაა.

ჯონ ჰიგბიმ მეგობარ გოგონას ლეისი პიტერს შოკისმომგვრელი სიურპრიზი გაუკეთა.

პირველი საჩუქარი იყო უსაყვარლესი შავი ლეკვი, რომლის ხილვაც გოგონას ძალიან გაუხარდა. 

Zooclub

"ეს ნამდვილად ჩვენია?", "არ მჯერა,"- ლეისი გაოცებული უყურებდა პატარა არსებას და ვერ იჯერებდა, რომ საყვარელმა ადამიანმა ოცნება აუსრულა. ის დიდი ხნის განმავლობაში ნატრობდა ძაღლის აყვანას.

თუმცა, ეს ისტორიის დასასრული არ არის...

მეორე საჩუქარი გოგონასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: მან ლეკვის საყელურზე წაიკითხა: "გამომყვები ცოლად?" ეს სიტყვები ჯონიმ
ნენსისთან ერთად დაჩოქილმა წარმოთქვა.

Zooclub

აღელვებულმა გოგონამ შეთავაზება სიხარულით მიიღო.

ემოციური ვიდეო რგოლი ვირუსულად გავრცელდა - მას
სოციალურ ქსელში  ათასობით მოწონება და გაზიარება ჰქონდა.

Zooclub

ყველას მოეწონა ხელის თხოვნის კრეატიული იდეა, რომელიც ჯონიმ მოიფიქრა. გარდა ამისა, ახალ ოჯახს პატარა, უსაყვარლესი წევრიც შეემატა, რომელიც მათთან ერთად დაიწყებს ცხოვრებას.

ასევე იხილეთ:

გოგონა იმდენად გახარებული იყო ნაჩუქარი ლეკვით, რომ მთავარი საჩუქარი ვერც კი შეამჩნია..

პატარა ბეჰემოთი ხელის თხოვნას დიდი ინტერესით აკვირდება... ინტერნეტში ფოტო ვირუსულად გავრცელდა

მამაკაცმა საცოლეს ხელი გადარჩენილ კნუტთან ერთად სთხოვა!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?