ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა
ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა
მიუხედავად იმისა, რომ შვიდი თვის ტაქსას ჯიშის ძაღლმა სმენა, მხედველობა და ერთი თათი დაკარგა, რის შემდეგაც მოხვდა ცხოველთა თავშესაფარში, მან შეძლო ხმამაღალი ყეფითა და კარებზე ფხაჭნით გაეფრთხილებინა ახალი პატრონები სახლში დაწყებული ცეცხლის შესახებ. ცეცხლის შედეგად სახლი მთლიანად დაიწვა, სახლში მცხოვრები ქალი და ბავშვი კი ძაღლის წყალობით უვნებლად გადარჩნენ.

კვირა დღეს, დაახლოებით დილის 3 საათზე ოკლაჰომას შტატის ქალაქ გრეიდენის მცხოვრები კეიტი კროსლი თავისი შვიდი თვის ტაქსა, თრუს ხმამაღალმა ყეფამ და კარზე ფხაჭნამ გამოაღვიძა.

ქალმა იფიქრა, რომ ძაღლს ქუჩაში გასვლა უნდოდა და
გაუღო შემოსასვლელი კარი, თუმცა ჩვეულებრივი ხედის მაგიერ მას თვალწინ ცეცხლის კედელი აღიმართა. მაშინ მან ხელი
დაავლო ძაღლს და თავის ახალშობილ შვილს (რომელიც ქვეყანას გულის მანკით მოევლინა).

ქეითი უკანა კარიდან ქუჩაში გავიდა. სახლი და ყველაფერი, რაც მასში იყო დაიწვა.
აღსანიშნავია, რომ თრუ ქეითმა თავშესაფრიდან აიყვანა, სადაც ის მას შემდეგ მოხვდა, რაც დაკარგა მხედველობა, სმენა და ერთი თათი.


იხილეთ ვიდეო
daria
ტუნდაც ბმაც და ყრუც იყვეს დზაგლი ყველაზე პირველი გდზნობს საპტხის მოახლოვებას ის რაგაციტ გამოხატავს განისჰნოს საპტხე
rusudani
სიკეტის ჯაცჰვია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?