რუპი - ალპინისტი ძაღლი (+ფოტო, ვიდეო)
რუპი - ალპინისტი ძაღლი (+ფოტო, ვიდეო)
რუპი პირველი ძაღლია, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ძაღლს და მის პატრონს ჯოან ლეფსონს მწვერვალზე ასასვლელად 10 დღე დასჭირდა.

ამ ძაღლს საოცრად გაუმართლა. ჯოანმა ის სამხრეთ ინდოეთში, ქალაქ ლადაკხში, ჯართის საყრელზე იპოვა მშიერი, უსახლკარო, ფაქტიურად სიკვდილის პირას მისული. და აი, მან დაიპყრო ევერესტი. ჯოანი ამბობს, რომ რუპი შიმშილითა და გაუწყლოებით კვდებოდა, მას ათეული მეტრის გავლაც კი აღარ შეეძლო და ფეხზე ძლივს იდგა.

ადრე ჯოანი ოსკართან ერთად მოგზაურობდა; საკმაოდ ცნობილ მოგზაურ ძაღლთან ერთად. მათ ბევრ ადგილას იმოგზაურეს, ბევრი ღირსშესანიშნაობა ნახეს და
ასევე ისინი ჰყვებოდნენ უსახლკარო ძაღლების ცხოვრების ამბებს. მაგრამ სამწუხაროდ, ოსკარი სატვირთო მანქანამ გაიტანა. სწორედ ამ
ამბის შემდეგ იპოვა ჯოანმა რუპი.

იმისთვის, რომ ძაღლი გონს მოეყვანა საკმაო დრო დასჭირდა; ჯოანს იგი ცილების დიეტაზე ჰყავდა და ძაღლი მალე გამოჯანმრთელდა. მაშინ ჯოანმა გადაწყვიტა, რომ რუპი მასთან ერთად ევერესტზე ავიდოდა. თავდაპირველად ეს მოგზაურობა ოსკართან ერთად იგეგმებოდა.

რუპის ვეტერინარმა შეატყობინა, რომ ძაღლს არ ექნებოდა სიმაღლის ავადმყოფობა რადგან იგი ჰიმალაის მთებში დაიბადა. რუპის უნდა დაეპყრო 5181 მეტრი ზღვის დონიდან. მოგზაურთა წყვილი შეუერთდა მუმბაიელ რეჟისორს დევ არგარველს, რომელსაც ექსპედიცია უნდა გადაეღო.

სამეული ჩაფრინდა დელიში, კატმანდუმდე დაათვალიერა თაჯ-მაჰალი და შემდეგ გაეშურა ბაზაზე. მებარგულეებთან და გიდებთან ერთად ლაშქრობას 10 დღე დასჭირდა. ჯოანმა ცალკე მებარგულიც კი დაიქირავა, რომელსაც რუპი უნდა ეტარებინა, თუ ძაღლი დაიღლებოდა. თუმცა რუპი ძალიან კმაყოფილი გამოიყურებოდა.

"ეს დაუვიწყარი იყო – იმის ყურება, თუ როგორ ხვდება რუპი თოვლს პირველად. მას ძალიან უყვარს თოვლი! თამაშობს თოვლში ყველა ხელსაყრელ მომენტში, დასდევს ფიფქებს."

"ჩვენ შეგვხვდა ბევრი ტურისტი, ისინიც ევერესტზე ადიოდნენ. მათ არ სჯეროდათ, რომ ჩვენს გუნდში ძაღლიც იყო! ისინი ძალიან ნანობდნენ, რომ თან არ წამოიყვანეს თავისი ოთხფეხა მეგობრებს, რადგან ჩათვალეს, რომ ეს გასეირნება მათ  გადაღლიდა".

ჯოანის პირველი ძაღლი, ოსკარი სენსაციად იქცა ინტერნეტში მსოფლიოს გარშემო თავისი მოგზაურობის გამო. ფოტოებზე იგი აღბეჭდილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილიდან, – ეიფელის კოშკისა და დიდი ჩინური კედელის ჩათვლით. ჯოანი და ოსკარი იღწვოდნენ იმაზე, რომ ეპოვათ ახალი სახლები უპატრონო ძაღლებისთვის".

"ოსკარს ვერავინ შეცვლის. საოცრად ძნელია ძაღლზე პასუხისმგებლობის ხელახლა აღება. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მაიძულებს გავაგრძელო საქმე, ეს არის მიზანი იმ დღის მიღწევისა, როდესაც ყოველი უსახლკარო ძაღლი იპოვის თავის სახლს. ამას ოსკარის ხსოვნის პატივსაცემად ვაკეთებ", – ამბობს ჯოანი.

"ოსკარმა გვაიძულა გაგვეგო, რომ თუ ერთი ძაღლი მაინც მოხვდება კეთილი ადამიანის ხელში ჩვენ ვერ შევცვლით სამყაროს მთლიანად, მაგრამ სამუდამოდ შევცვლით სამყაროს ამ არსებისთვის".

რუპი – ეს ოსკარის საქმის გაგრძელებაა. და შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც უსახლკარო ძაღლს კიდევ ერთი შანსი მიეცემა".



იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
>
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?