ხაშურში, მდინარე სურამულაში ჩავარდნილი ძაღლი მამა სებასტიანმა გადაარჩინა
5 იანვარს, ხაშურში, მოსახლეობამ მდინარე სურამულაში შეამჩნია ძაღლი, რომელიც ვერ უმკლავდებოდა დინებას და ნაპირზე ვერ გამოდიოდა.

როდესაც დინებამ ძაღლი ჯებირთან ახლოს მიიტანა, მდინარესთან მამა სებასტიანი ჩავიდა და ძაღლი წყლიდან ამოიყვანა.

ნახეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, თუ როგორ გადაარჩინა ხაშურში, მამა სებასტიანმა ძაღლი მდინარე სურამულაში დახრჩობას.

ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ეკა ჩუბინიძემ და ლომსაძემ განათავსეს, კომენტარით: ”ვამაყობ ასეთი ადამიანები რომ არსებობენ და ბედნიერი ვარ ეს ჩემს ქალაქაში ხდება”.

ლუარსაბი
სასიამოვნოა ძალიან, რომ ადამიანებმა ცხოველის გაჭირვება უყურადღებოდ არ გაატარეს. ყოჩაღ!
ანიტა
ესაა ადამიანური სიკეთე, გაიხარეთ მამაო და ყველამ ვინც მანდ იყავით! მადლობა.
xatuna
გაიხარე!!!!!
გიორგი
ღმერთმა დაგლოცოს, მამაო...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?