პიგი - ძაღლი, რომელიც ნახევარი ტანით დაიბადა (+ვიდეო)
პიგი - ძაღლი, რომელიც ნახევარი ტანით დაიბადა (+ვიდეო)
დაბადებიდან ინვალიდმა ძაღლმა პიგიმ, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახდა, არაერთი ადამიანის სიყვარული მოიპოვა. 
პიგი უამრავი დეფექტით დაიბადა, მას არ აქვს რამდენიმე მალა, ხოლო შინაგანი ორგანოები – დაზიანებული. ექიმებს არ ეგონათ, თუ პიგი დიდხანს იცოცხლებდა, თუმცა დღეს ის 8 თვისაა და თავს კარგად გრძნობს, ის საოცრად ბრძოლისუნარიანი აღმოჩდა.

ალაბამის მკვირდმა, ვინმე კიმ დელენბუკმა, პატარა ლეკვი ტყეში იპოვა. ლეკვს არ შეეძლო თავის აქეთ-იქით ტრიალი. კიმი იხსენებს, რომ როცა პირველად პიგი დაინახა, ის ბაყაყი ეგონა.
"პატარა პიგი ძალიან ჰგავდა გაბურძგნილ გოჭს, ამიტომაც დავარქვი
პიგი." – ამბობს ძაღლის პატრონი.
განსხვავებული გარეგნობის გამო პიგიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა. მას facebook-ზე საკუთარი
გვერდიც აქვს, სადაც 30 000-ზე მეტი მეგობარი ჰყავს.

თავდაპირველად ძაღლი მალე იღლებოდა და შემდეგ იოლად კარგავდა წონასწორობას. მაგრამ პატრონისა და ექიმების ძალისხმევით, ლეკვი გამოჯანმრთელდა. ვეტექიმმა NY Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პიგის აღარ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

"პიგი ჩვენს კლინიკაში ხშირად დადის, ის ყველას ძალიან გვიყვარს, აქ მას ყველა დიდი სიყვარულითა და სითბოთი ხვდება, ის განსაკუთრებულია." – ამბობს პიგის ვეტექიმი.

იხილეთ ვიდეო

ჩვენც იმედი გვაქვს, რომ პიგი გააგრძელებს ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას თავის მოსიყვარულე პატრონთან ერთად.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?