ის რაც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
ის რაც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
სახლში ძაღლის მოყვანის დღიდან, ის თავს ოჯახის წევრად მიიჩნევს, მას უზომო სიყვარული შეუძლია თავისი პატრონის მიმართ. ჩვენ გავაკეთეთ ჩამონათვალი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს. ამის წაკითხვის შემდეგ, აღარასოდეს დაგავიწყდებათ, თუ რას განიცდის თქვენს მიმართ თქვენი ძაღლი და როგორ უნდა მოექცეთ ამ ერთგულ არსებებს.

Zooclub

1. არ დამტოვო უყურადღებოდ დიდი დროით – მე ამ ქვეყანაზე სულ რაღაც 10-15 წლით მოვევლინე. შენ რომ ჩემთან ხარ, უსაზღვრო დროდ მიმაჩნია
და როცა შორს ხარ ჩემგან, ჩემს გულში ყოველთვის დარდია.

2. წამიყვანე ახალ ადგილებზე, სადაც ბევრი ადამიანი და ძაღლია – თავიდან შეიძლება შე
მეშინდეს, მაგრამ თუ შენ გვერდით ვიქნები, ნელ-ნელა შევეჩვევი ახალ გარემოს, მე ძალიან მიყვარს სიახლეები.

3. გთხოვ, არ გადამაგდო, როცა ოჯახში ახალი პატარა წევრი დაიბადება – ის ჩემი ოჯახის წევრია, მე მას დავიცავ და მეყვარება, ისე, როგორც შენ მიყვარხარ.

Zooclub

4. არ გაბრაზდე ჩემზე, როდესაც რამდენიმე საათის უნახავს, გახარებული შეგეგებები – მე შენ ისე მიყვარხარ და ისე მიხარია შენი ნახვა, ვერ ვაკონტროლებ თავს.

5. მასწავლე, როგორ მოვიქცე – მე ეს ისევე მომწონს, როგორც სკვერში დილაობით სირბილი.

6. ნუ იქნები ჩემს მიმართ მკაცრი, თუ შენი მითითებები ვერ გავიგე – მე ხომ ყველაფერი არ მესმის, რასაც მელაპარაკები, თუმცა ვცდილობ, გავიგო და სულ თვალებში გიყურებ, იმიტომ, რომ მე მხოლოდ შენი ქცევებითა და ჟესტებით ვხვდები, რა გინდა, მართლა მინდა, გსიამოვნებდეს და მოგწონდეს ჩემი ყველა საქციელი.

7. დატვირთული დღის შემდეგ, გთხოვ, სტრესი ჩემზე არ გადმოიტანო – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დღე გქონდა, მე ყოველთვის ვცდილობ, ყოველი დღე ჩემი სითბოთი გაგილამაზო.

Zooclub

8. შემიქმენი კომფორტი, როდესაც მე რაიმეს მიმართ შიში მაქვს – მე ყოვეთვის კარგად ვგრძნობ თავს, როცა შენთან ერთად ვარ, სულ რამდენიმე წუთი მჭირდება აღვიქვა ახალი სიტუაცია, დავრწმუნდე, რომ ეს მე არ მავნებს.

9. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული ხარ, შეეცადე დღეში 1 საათი მაინც გაატარო ჩემთან ერთად – შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

10. არ გამაგდო გარეთ, როდესაც ძალიან ცხელა, ან ცივა – მე არსად მაქვს წასასვლელი.

11. მენდე – მე შენ გენდობი მთელი ჩემი გულით, გთხოვ, რომ შენც მენდო. შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ.

12. ნუ იქნები დიდ ხანს ჩემზე გაბრაზებული – შენ გაქვს შენი სამსახური, გყავს მეგობრები, ერთობი. მე ხომ მხოლოდ შენ მყავხარ.

Zooclub

13. მესაუბრე – მე შესაძლოა, ვერ ვიგებდე, რაზე საუბრობ შენ, მაგრამ აღვიქვამ მას შენი ხმის ტებრითა და მოძრაობებით.

14. გთხოვ არ მცემო – დაიმახსოვრე, რომ მე მაქვს საკმაოდ ბასრი კბილები და კლანჭები, მაგრამ შენ არასოდეს მოგაყენებ ზიანს, იმიტომ, რომ მიყვარხარ. თუ ცუდად მოვიქეცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდოდა გამებრაზებინე. მიმახვედრე, როგორ მოვიქცე და ეს აღარ განმეორდება.

15. მითხარი, როცა კარგად მოვიქცევი – არაფერი გამხდის ისე ბედნიერს, როგორც შენი შექება. თუ მივხვდები, რომ შენ ჩემი საქციელი მოგეწონა, მე ამას კიდევ და კიდევ გავიმეორებ.

Zooclub

16. მომაქციე ყურადღება, როცა შემამჩნევ, რომ ცუდად ვარ – სანამ ზარმაცს, მოუქნელს მიწოდებდე, მანამდე ყურადღებით დამაკვირდი, იქნებ ავად ვარ.

17. მიპატრონე, როცა დავბერდები, ისე როგორც თავიდან, როცა ლეკვი ვიყავი – როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი, შენ დიდ დროს ატარებდი ჩემთან ერთად, მეფერებოდი ფაფუკ ბეწვზე. სიბერეში შეიძლება ჩემი ბეწვი ისეთი ფაფუკი აღარ იყოს, როგორც ადრე და აღარ შემეძლოს ძველებურად თამაში, მაგრამ იცოდე, რომ ჩემი სიყვარული შენდამი კიდევ უფრო ღრმაა.

Zooclub

18. წამიყვანე შენთან ერთად სამოგზაუროდ – მესმის, რომ ეს შენთვის ძალიან რთულია, მაგრამ მე შენთან ერთად მინდა ყოფნა ყოველ წუთს. თუ შენ ჩემ გვერდით იქნები, მე ყველაფერი გამიადვილდება. იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ.

ტეგები
xato
ვაიმეეე გადავირიეეე ამეტირაა.ზალიან მიყვარს ჩემი დაკუნია ის ჯერ სულ 4 თვის ლაბრადორიაა მოუსვენარი და ცელქიი,მაგრამ რავქნაა რომ დიდი დროს ვერ უთმობ სამსახურის გამო,სამსახურის მერე სულ ერთად ვართ.
giorgi bejashvili
გვიჟდები ჩემს ცუგაზე აი ჭკუა მეკეტება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?