რუსეთში იპოვეს ძაღლი, რომელიც დათვს ძალიან ჰგავს
რუსეთში იპოვეს ძაღლი, რომელიც დათვს ძალიან ჰგავს
"ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები შოკში იყვნენ, როდესაც ქუჩაში უპატრონო ძაღლი დაინახეს, რადგან იგი ძალიან გავდა დათვს", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

ძაღლი ჩელიაბინსკის (რუსეთი) თავშესაფარში მიიყვანეს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მსგავსი არასოდეს უნახავთ.

უპატრონო ძაღლს "დათუნია" დაარქვეს. მას აქვს ძაღლისთვის დამახასიათებელი სხეული, ხოლო თავი დათვს მოგაგონებთ.

Zooclub

ვეტერინარების თქმით, ის დაახლოებით 4 წლისაა. შესაძლოა, რომელიმე გრძელცხვირიანი ჯიშისა და ჩაუ-ჩაუს შეჯვარების შედეგად ცხოველი დათვს დაემსგავსა, რადგან მას აქვს ლურჯი ენა,
რომელიც ჩაუ-ჩაუს ჯიშის დამახასიათებელი ნიშანია.

ცხოველთა თავშესაფარმა "ჩვენი სახლი" გამოაქვეყნა მისი ფოტოები იმ იმედით, რომ ძაღლის პატრონი გამოჩნდებოდა.

"გახსოვდეთ, რომ ცხოველების ბაზრობაზე უპასუხისმგებლო პატრონები ყიდიან ლეკვებს და იტყუებიან, რომ
სუფთა ჯიშია. როგორც კი ცხოველი გაიზრდება და გარკვეული ჯიშის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდება, მას ქუჩაში აგდებენ, როგორც გაფუჭებულ სათამაშოს", - ამბობს თავშესაფრის მოხალისე.

Zooclub

მომვლელების თქმით, ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია. ის ადამიანებთან ურთიერთობას თავს არიდებს.

მოხალისეებმა რამდენჯერმე სცადეს ძაღლი კარგ ხელში გაეჩუქებინათ, თუმცა, ის ყველა ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა. მას ადამიანებთან დამეგობრების არანაირი სურვილი აქვს.

Zooclub

"ჩვენ მას საუკეთესო საკვებს ვაწვდით, თუმცა, ძაღლმა თავისი ქცევებით დაგვანახა, რომ დასჭირდება კვირები ან თვეები, რათა ადამიანმა მისი ნდობა მოიპოვოს", - ამბობს ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენელი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?