ძაღლის 10 უძველესი ჯიში
ძაღლის 10 უძველესი ჯიში
ოდესმე გიფიქრიათ, თუ რომელი ძაღლის ჯიშია უძველესი? სინამდვილეში ამის გარკვევა ძალიან რთულია, რადგან სპეციალისტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. მთელი ისტორიის მანძილზე ძაღლის ესა თუ ის სახეობა არაერთხელ შეჯვარდა. სწორედ ამიტომ დღეს არსებული ნებისმიერი ჯიში არ შეიძლება, ჩაითვალოს უძველესად.

ავღანური მწევარი

Zooclub

ამ ელეგანტური ჯიშის სამშობლო ავღანეთია და უძველეს სახეობას მიეკუთვნება. იგი ნადირობდა კურდღლებსა და ანტილოპებზე, მაგრამ დღეს ავღანური მწევარი ცნობილია გრძელი, ლამაზი ბეწვით. იგი სახლს ალამაზებს.

აკიტა-ინუ

Zooclub

აკიტა-ინუ ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უძველესი იაპონელი აბორიგენების ჯიში. მონადირეები აკიტას ჯიშის ძაღლებს იყენებდნენ ტახზე, ირემსა და
დათვზე სანადიროდაც კი. ძველ დროში, ამ სახეობას მოდარაჯე ძაღლის დანიშნულებაც ჰქონდა.

ჩინური შარპეი


ეს ჯიში
ცნობილია თავისი სუპერ ნაოჭიანი კანით. ძველ დროში შარპეის იყენებდნენ ჩინეთის ფერმებში, სადაც ასრულებდა არაერთ სამუშაოს - დაცვა, ვირთხების დაჭერა, მეირმეობა და ჯოგის გაძღოლა.

Zooclub
გარდა ამისა, ჩინელები თვლიდნენ, რომ შარპეი მათ ბოროტი სულებისგან იცავდა. მიუხედავად ამისა, მისი დღევანდელი სახეობა რადიკალურად განსხვავდება "ორიგინალისგან", რომელიც ჩვ.წ.აღ.მდე 206 წლის ქვაზე არსებულ ნახატებზეა გამოსახული.

ბესენჯი

Zooclub

ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება, რომ ბესენჯი მსოფლიოში უძველესი ჯიშია. სინამდვილეში, ძაღლი, რომელიც ეგვიპტის სკულპტურებსა და სამარხებშია გამოსახული,  გარეგნობით ძალიან ჰგავს ამ სახეობას. ბესენჯის სამშობლო აფრიკაა. დღეს ეს ჯიში ცნობილია იმით, რომ ყეფა არ შეუძლია, სანაცვლოდ კი ყმუილს ამჯობინებს.

ჩაუ-ჩაუ

Zooclub

იგი გამოყვანილია ძველ ჩინეთში, სადაც ჰქონდა არაერთი დანიშნულება - დაწყებული ნადირობით დამთავრებული მეირმეობით. ასევე, ევალებოდა დაცვა და ტვირთის ზიდვა. მკვლევრები თვლიან, რომ ჩაუ-ჩაუ იმ ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება, რომლებიც პირველად წარმოიშვა მგლისგან და რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ დაადასტურა.

პეკინესი

Zooclub

ამ პატარა ჯიშის არსებობა 2 000 წელზე მეტს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში ის ოდნავ შეიცვალა. ითვლება, რომ პეკინესის ძირითადი დანიშნულება ინტერიერის გალამაზება და პატრონის გართობა იყო. მას აქვს მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველი ჩინეთის სამეფო კარზე. ცნობილია, რომ თუ ვინმე შეეცდებოდა სამეფო პეკინესის მოპარვას, სიკვდილით სჯიდნენ.

სალუკი

Zooclub

სალუკი ბესენჯის მსგავსად ერთ-ერთ უძველეს ჯიშად ითვლება. ამ ჯიშის ზოგიერთი ქვაზე ნაკვეთი გამოსახულება ჩვ.წ.აღ.მდე 10 000 წლით თარიღდება. ეს სახეობა "ეგვიპტის სამეფო ძაღლად" ითვლება. ეგვიპტელებს იგი დიდ პატივში ჰყავდათ, ზოგჯერ მუმიფიცირებასაც უკეთებდნენ. სალუკი დახასიათებულია, როგორც ძლიერი და სწრაფი მონადირე, რომელსაც უნარი შესწევს, დაედევნოს ისეთ სწრაფ ცხოველს, როგორიცაა ანტილოპა.

სამოედი

Zooclub

3 000 წლის განმავლობაში სამოედის დანიშნულება დარაჯი, მეირმეობა და მარხილში ჩაბმა იყო. ამ ჯიშის სამშობლოდ ციმბირი ითვლება, სწორედ ამით აიხსნება მისი სქელი და ფუმფულა ბეწვი. ძველ დროში სამოედი ძალიან ძვირადღირებული ჯიში იყო.

ში ცუ

Zooclub

ამ ჯიშის სახელი ჩინურიდან ითარგმნება, როგორც "ლომი". ითვლება, რომ მთელი თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე, ში ცუს არანირი განსაკუთრებული დანიშნულება არ ჰქონია. დღეს ში ცუ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.

ტიბეტური ტერიერი

Zooclub

ტიბეტის გეოგრაფიული იზოლირებულობის წყალობით, ტიბეტური ტერიერი 2 000 წელზე მეტია, ყველზე სუფთა სისხლის ჯიშად შემორჩა. პირველი ტიბეტური ტერიერი ევროპაში 1922 წელს შემოიყვანეს. ეს სახეობა გამოირჩევა ბეწვით, რომელიც თვალებს ფარავს. მისი თივთიკი ითვლება აუცილებელ საშუალებად, რომელიც ტიბეტის ცივი კლიმატისგან იცავს. ძველ დროში იგი "ტიბეტის წმინდა ძაღლად" ითვლებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?