ძაღლმა ეზოში კბილის პროთეზი იპოვა, პატრონი თავიდან ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა ცხოველს
ძაღლმა ეზოში კბილის პროთეზი იპოვა, პატრონი თავიდან ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა ცხოველს
ყველამ ვიცით, რომ ძაღლებს მიწაში თამაში ძალიან მოსწონთ. ისინი ძვლებს საიმედოდ ინახავენ ან დაუღალავად ეძებენ "ძვირფასეულობას".

ერთ დღეს, როდესაც ლუკასი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა - მისმა საყვარელმა ძაღლმა პანდორამ სახლის ეზოში, მიწიდან უცნაური ნივთი ამოთხარა. მეტიც, ცხოველმა ის დანიშნულებისამებრ მოირგო.

Zooclub

ძაღლმა პირი გააღო და ლუკასმა მის კბილებზე დაინახა ადამიანისთვის განკუთვნილი პროთეზი. 

Zooclub

"ვერ ვიგებდი, რა სჭირდა ძაღლს, ამიტომ დავუძახე, რომ ახლოს მოსულიყო. როდესაც თავი ასწია და კბილები გამოაჩინა, ბევრი ვიცინე. ამ სახლში მოხუცი წყვილი ცხოვრობდა, როგორც ჩანს, ეს
პროთეზიც რომელიმე მათგანს ეკუთვნოდა", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

პატრონმა ცხოველს "ნადავლი" მოხსნა და გადააგდო, ძაღლი
გაბრაზდა, მაგრამ მეორე დღეს მან ეზოში პროთეზის მეორე ნაწილი იპოვა.

Zooclub

"პანდორას იდეალური ღიმილი აქვს", - აღნიშნავს ლუკასი. 

ასევე იხილეთ:

ძაღლმა სანაპიროზე ისეთი რამ იპოვა, რომელიც უმუშევარ პატრონს დიდ ფულს მოუტანს


დათვის ფოტომ, რომელიც დივანზე ისვენებს, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?