ძაღლმა მონადირეს იარაღიდან ესროლა.…
ძაღლმა მონადირეს იარაღიდან ესროლა.…
ძაღლმა ამერიკელ მონადირე, უილიამ რენკურტს თავისივე იარაღიდან ესროლა. ინციდენტის შესახებ აიოვას (ტეხასის შტატი, აშშ) ტელეარხი იტყობინება.

ოთხშაბათს, 29 ნოემბერს 36 წლის მამაკაცი ქალაქ ლებანონიდან (ნიუ-ჰეპფშირის შტატი) სამ მეგობართან ერთად ხოხობზე ნადირობდა. უეცრად ზურგში 12 კალიბრიანი ტყვია მოხვდა იმ იარაღიდან, რომელიც მიწაზე იდო. ”დამნაშავე” აღმოჩნდა ძაღლი, რომელმაც ჩახმახს ფეხი შემთხვევით დააბიჯა. სროლა 20 მეტრის სიშორიდან მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმები იმედოვნებენ, რომ იგი გადარჩება.

”მას კიდევ გაუმართლა, რომ დისტანცია სწორედ ასეთი იყო, იმიტომ რომ სანადირო თოფი ახლო მანძილიდან ძალიან საშიშია”, -
განმარტა ბუნების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?