"დაბრუნდი! ძალიან მენატრები..." ჩაუ-ჩაუს ემოციური საუბარი პატრონთან ვიდეო თვალით (+ვიდეო)
ჩაუ-ჩაუს პატრონი სამი კვირით ქალაქიდან წავიდა. ძაღლი პატრონთან განშორებას ძალიან განიცდიდა და დარდობდა.

პატრონის შვილმა ცხოველის დახმარება გადაწყვიტა. მან დედას ვიდეო თვალით დაურეკა და ძაღლთან საუბარი სთხოვა.

საყვარელი პატრონის დანახვისას ჩაუ-ჩაუ უცნაურ ხმებს გამოსცემდა, თითქოს მას საყვედურობდა და დაბრუნებას სთხოვდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს არაერთი კომენტარი და გაზიარება მოჰყვა, სადაც ცხოველთა მოყვარულები ძაღლის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდნენ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?