ავტოსადგურის თანამშრომლებმა უსახლკარო ძაღლებისთვის ყინვის დროს ღამის გასათევი მოაწყვეს - ამის გაკეთება ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარ უბანში!
ავტოსადგურის თანამშრომლებმა უსახლკარო ძაღლებისთვის ყინვის დროს ღამის გასათევი მოაწყვეს - ამის გაკეთება ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარ უბანში!
ქალაქ კურიტიბაში, ერთ-ერთი ავტოსადგურის თანამშრომლებმა იზრუნეს იმაზე, რომ უსახლკარო ძაღლები, რომლებიც ქუჩაში დაეხეტებოდნენ, ცუდ ამინდში არ გაყინულიყვნენ და მათ ყველა ხელმისაწვდომი მასალისგან საწოლები აუწყვეს.

ზამთარში ადამიანებს მუდამ უნდა გვახსოვდეს უსახლკარო ცხოველები, რადგან მათ ყველაზე მეტად უჭირთ ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ცოტა მაინც გათბებიან.

Zooclub

ამ ავტოსადგურის თანამშრომლები არა მხოლოდ ათბობენ ძაღლებს, არამედ აჭმევენ კიდეც მათ.

Zooclub

ავტობუსების სადგურზე, ქალაქ კურიტიბაში ახლა სამი უსახლკარო ძაღლი ცხოვრობს - მაქსი, პითოკო და ზიონიო. როდესაც სადგურის თანამშრომლებმა ეს ძაღლები ქუჩაში ნახეს, მაშინვე გადაწყვიტეს მათი შიგნით შეშვება,
რაც მათ გამოზამთრებაში დაეხმარებოდა.

მაგრამ ამით ადამიანების სიკეთე არ დასრულდა.

საკვებთან, წყალთან, შესაფარებელ ადგილთან ერთად
ყველა ძაღლს თავისი მოხერხებული საწოლიც აქვს, რომელიც ძველი საბურავისა და პლედისგან არის აწყობილი. ძაღლებს არ უწევთ ცივ იატაკზე ძილი.

ისინი ყოველ საღამოს სადგურზე ატარებენ და ძალიან მადლიერები არიან იმ ადამიანების და იმ სიკეთისა, რამაც მათი ცხოვრება ასე ძალიან შეცვალა.

Zooclub

ქალაქ კურიტიბას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამ ძაღლების ისტორია ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

ჩვენც შეგვიძლია ქუჩის ცხოველების ასე დახმარება!

როდესაც ზამთარი, სიცივე და ყინვა მოდის - აუცილებლად უნდა
გვახსოვდეს!
ყინვასა და სიცივეში მშიერი ძაღლი 17 საათში იღუპება, მშიერი კატა კი - 6 საათში...
თქვენთვის მათი დაპურება და გათბობა წვრილმანია!
უსახლკარო ცხოვლებისთვის კი სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი!
დააპურეთ და გაათბეთ უსახლკარო ცხოველები!
ისინი ხომ მთელი არსებით მხოლოდ გადარჩენას ცდილობენ!
ვამზადებთ კოხტა სახლებს ცხოველებისთვის
ფასით, მაგრამ ძვირი სულაც არ არის - 555108597
lali
უზომოდ გამახარა ამ ამბავმა.მოდით ყველამ ვიზრუნოთ ცხოველებზე,ჩვენს ერთგულ არსებებზე,მე სახლში მყავს ცხოველები,და გარეთაც ვაქცევ ყურადღებას,მაგრამ ზამთარში მართლაც ძნელია მათთვის,ამიტომ მოვუაროთ მათ შინ თუ გარეთ....
!
ა, ხალხი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?