როგორ ხვდებიან სახლის კართან მისულ კურიერებს შინაური ცხოველები? (+ფოტო)
როგორ ხვდებიან სახლის კართან მისულ კურიერებს შინაური ცხოველები? (+ფოტო)
კურიერებს ყოველდღე არაერთი ამანათის დანიშნულების ადგილზე მიტანა უწევთ და ხშირ შემთხვევაში, მათ კართან არა ნივთის მეპატრონეები, არამედ  შინაური ცხოველები ხვდებიან. გასაკვირია, თუმცა, აგრესიას ყველა ძაღლი არ გამოხატავს, სწორედ მსგავსი შემთხვევისთვის კურიერებმა Facebook-ზე შექმნეს ჯგუფი, სადაც "დიდი ხნის ნანატრ" შეხვედრებს აქვეყნებენ.

5 წელია, რაც ჯგუფი UPS Dogs-ი სოციალურ ქსელში არსებობს და ის ექსპრეს გზავნილის თანამშრომელმა შონ მაქარეიმ შექმნა.

კურიერები აქვეყნებენ იმ ძაღლების ფოტოებს, რომლებიც მათ მუშაობის პერიოდში ხვდებიან.

ფოსტალიონებს ჰყავთ მუდმივი მომხმარებლებიც, რომელთა შინაური ცხოველები მათ დიდი სიხარულით ხვდებიან და პირველები ინტერესდებიან, თუ
რა არის ამანათში.

მიუხე
დავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი არაოფიციალურია, კომპანიის წარმომადგენლები ამაყობენ თანამშრომელთა და მომხმარებელთა მეგობრული ურთიერთობებით.

UPS-ის ფოსტალიონები მუშაობის პროცესში ყველაზე სასიამოვნო ნაწილად ძაღლთან შეხვედრას ასახელებენ.

"ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენი კომპანიის მუდმივ მომხმარებლებს და უფრო კარგად მათ ძაღლებს. ჩემი სამსახურისგან სიამოვნებას ვიღებ და კიდევ ერთი - მიხარია, როდესაც ჩემს საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს ვხვდები", - ამბობს ერთ-ერთი კურიერი  ჯეფ სქენდერი. 

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ზრდილობიანი ძაღლი ნაყინის მანქანასთან თავის რიგს ელოდება

ამ ძაღლს იმდენად უყვარს ფოსტის მიღება, რომ ზოგჯერ ფოსტალიონს იმპროვიზირება უწევს

პატრონებმა არ დაიჯერეს, რომ მათი კატა ფოსტალიონს საქმის შესრულებაში ხელს უშლიდა, სანამ....
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?