ადამიანები მეტად უთანაგრძნობენ ძაღლებს, ვიდრე მეგობრებს ან ახლობლებს და აი, რატომ...
ადამიანები მეტად უთანაგრძნობენ ძაღლებს, ვიდრე მეგობრებს ან ახლობლებს და აი, რატომ...
"რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო ვაფასებ ჩემს ძაღლს", - ამბობდა უინსტონ ჩერჩილი. აღმოჩნდა, რომ ეს არა მარტო ირონიული გამონათქვამია, არამედ ნორმა, რომლითაც ცხოვრობს კაცობრიობა და ამას მეცნიერული ახსნაც აქვს.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტატისტიკურად, ადამიანები გამოხატავენ ძაღლების მიმართ მეტ თანაგრძნობას, ვიდრე მეგობრებისა და ახლობლების მიმართ.

"ბოსტონის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ უნივერსიტეტის კვლევის შედეგები ჟურნალ "საზოგადოება და ცხოველებში" გამოქვეყნდა", - წერს გამოცემა "The Telegraph"-ი.

ექსპერიმენტში 256 სტუდენტი მონაწილეობდა. სპეციალისტებმა შეისწავლეს მათი ემოციური შფოთვის დონე იმ დროს, როცა მათ ატყობინებდნენ იმ ადამიანებსა და ცხოველებზე,
რომლებიც სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ.

მოხალისეებს მიაწოდეს ფიქტიური სიახლეები (რამდენიმე ვარიანტი) არაპროვოცირებულ თავდასხმაზე, კერძოდ ბეისბოლის ჯოხით
უცხო ადამიანის თავდასხმის შესახებ.

"შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ დაზარალებულს ფეხი მოტეხილი ჰქონდა. ასევე, აღენიშნებოდა არაერთი ღია ჭრილობა და  უგონო მდგომარეობაში იყო,"- მკვლევრებმა სტუდენტებს სწორედ ეს ინფორმაცია გააცნეს.

სხვადასხვა ვერსიაში დაზარალებული იყო ერთი წლის ბავშვი, 30 წლის მამაკაცი, ლეკვი ან ზრდასრული ძაღლი.

თანაგრძნობის დონის გასარკვევად სპეციალისტები ცდისპირებს კითხვებს უსვამდნენ.

"რესპოდენტები ზრდასრული ადამიანის თავდასხმის ფაქტზე შედარებით ნაკლებად ღელავდნენ, ვიდრე ბავშვზე, ლეკვსა და ძაღლზე", - ამბობს ექსპერიმენტის ავტორი.

მოხალისეების თანაგრძნობის დონე დაზარალებულების მიმართ შემდეგნაირად გადანაწილდა: 4) ზრდასრული ადამიანები, 3) ზრდასრული ძაღლები, 2) ბავშვები, 1) ლეკვები (მაქსიმალური ემპათია).

მკვლევრებმა ექსპერიმენტის შედეგები შემდეგნაირად ახსნეს:

აღმოჩნდა, რომ დაუცველის მიმართ თანაგრძნობას ძირითადად ასაკი განსაზღვრავდა. 

კერძოდ, ჩვენ თანაგრძნობას გამოვხატავთ არა ადამიანის ან ცხოველის მიმართ, არამედ გვეცოდება პატარა და სუსტი.

"დიდ თანაგრძნობას იწვევდა პატარა, როგორც ბავშვი, ისე ლეკვი. როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ვგრძნობთ, რომ  ზრდასრულ ადამიანს უნარი აქვს თავი დაიცვას, ხოლო ზრდასრულ ძაღლს ადამიანები დიდ ლეკვად თვლიან", - ამბობს კვლევის თანაავტორი ჯეკ ლევინი.

ასევე იხილეთ:

მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით


სპეციალისტების დასკვნით, ძაღლები ადამიანების მსგავსად ინფორმაციას ძილის დროს იმახსოვრებენ

ძაღლებმა ემოციების გამოვლენა ადამიანების გულის მოსაგებად ისწავლეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?