10 ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ, თუ თქვენი რჩეული ძაღლების მოყვარულია
10 ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ, თუ თქვენი რჩეული ძაღლების მოყვარულია
შინაური ცხოველი საუკეთესო ბონუსია ადამიანისთვის, რომელიც თქვენი რჩეული გახდება. ეს მიანიშნებს, რომ მამაკაცს/ქალს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ის არ არის სასტიკი ადამიანი. გარდა ამისა, არსებობს სხვა პრობლემები, რომლის შესახებაც შესაძლოა არც კი დაფიქრდეთ, თუმცა, ამას ვერ გაექცევით და უკეთესია, თავიდანვე იცოდეთ.


ძაღლი - ის ოჯახის წევრია

Zooclub

ძაღლი ოჯახში თქვენს გამოჩენამდე ცხოვრობდა. თუ პარტნიორს არჩევნის წინ დააყენებთ, პასუხი ისევ და ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება.

რომანტიკული სიტუაციები

Zooclub

ძაღლი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. იმ დროსაც კი, თუ თქვენს რჩეულთან განმარტოებას მოისურვებთ. წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ იშვიათად გექნებათ საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩენის საშუალება.

სეირნობა

Zooclub

შეეგუეთ, რომ დილა-საღამოს, დამოუკიდებლად თქვენი გეგმებისა,
მოსიყვარულე პატრონი ისეირნებს ძაღლთან ერთად. წვიმა, თოვლი, ქარიშხალი - არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, გეგმები დაალაგეთ ისე, რომ ძაღლიც მოიაზრებოდეს.

ძაღლის ბეწვი

Zooclub

როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, გრძელი ბეწვის გაწმენდა უფრო მარტივია, ვიდრე მოკლესი. ბეწვი შესაძლოა, სახლის ნებისმიერ კუთხეში იყოს, მათ შორის საკვებშიც. საშიში არაფერია, თუ ძაღლი ჯანმრთელია. უბრალოდ არასასიამოვნოა ისევე, როგორც ადამიანის თმა.

კოცნა

Zooclub

ძაღლის პატრონები არ თვლიან, რომ ცხოველის კოცნა არაჰიგიენური ან უჩვეულოა. ასე იქცევა შინაური ცხოველის მფლობელთა უმეტესობა, თუმცა, არა ყველა.  უბრალოდ ეს უნდა იცოდეთ და არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი რჩეული ამას გააკეთებს.

ძაღლი ყველგან

Zooclub

ძაღლი იქნება ყველგან - სავარძელზე, პატრონის საწოლში, სამზარეულოში და ა.შ. უდავოა, ყველა პატრონი შინაურ ცხოველს ამის ნებას არ რთავს, თუმცა, უმეტესობისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

საუბარი ფეკალიებზე

Zooclub

ძაღლების მოყვარულთა შორის არ ითვლება სირცხვილად ცხოველის ფეკალიებზე საუბარი, რადგან მისი კონსისტენცია და ფერი ცხოველის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია. შეეგუეთ - ეს ნორმალურია.

სუნი

Zooclub

დიახ, როგორი აუტანელიც არ უნდა იყოს, ზოგიერთ სუფთა სისხლის ჯიშსაც კი აქვს უსიამოვნო სუნი. სახლში, სადაც ცხოველი ცხოვრობს, შესაძლოა, უსიამოვნო სუნი იყოს. ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება ასაკოვანი, ავადმყოფი ან გრძელბეწვიანი შინაური ცხოველის ბინაში ცხოვრების პერიოდში.

ფოტო

Zooclub

ძაღლების მფლობელები ისეთივე სიხშირით უღებენ საკუთარ ბინადრებს ფოტოებს, როგორც ლამაზი გოგონები იღებენ "სელფებს". მშვენიერია, თუ ადამიანს გამოუჩნდება მეორე ნახევარი, რომელსაც ასევე აღბეჭდავს ფოტოზე, თუმცა, ძაღლთან ერთად.

ფული

Zooclub

წინასწარვე შეეჩვიეთ, რომ ოჯახური ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი დაიხარჯება ვეტერინართან სტუმრობისას. ასევე, ცხოველის საკვებისა და სათამაშოების შეძენისას. ეს არც თუ ისე მცირე თანხაა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ დაუგეგმავი ხარჯები. მაგალითად, თუ ძაღლი ავად გახდა და აუცილებლად სჭირდება სპეციალისტის ჩარევა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთისთვის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, სხვებისთვის სახლში შინაური ცხოველის არსებობა უსიამოვნების დასაწყისი ხდება, რაც შესაძლოა, ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?