ქალბატონი ცხოველისადმი სისასტიკეში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან ძაღლი ევთანაზიისგან იხსნა
ქალბატონი ცხოველისადმი სისასტიკეში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან ძაღლი ევთანაზიისგან იხსნა
ამერიკის ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი, რომელიც ძაღლის ევთანაზიისგან გადარჩენას ცდილობდა, ცხოველებისადმი სასტიკ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.
"Metro"-ს ცნობით, მაისში, ნიუ-ჯერსის შტატის მცხოვრებმა კენ ლევიმ ბრაიერვუდის ვეტერინარულ კლინიკაში თავისი 15 წლის ჯუჯა პინჩერი მიიყვანა. ძაღლი იცეკო-კუშინგის დაავადებით იტანჯებოდა და პატრონმა ექიმს მისი დაძინება სთხოვა.

კლინიკის თანამშრომელმა ანდრეა ოლივეირამ ჩათვალა, რომ ცეზარის განკურნება შეიძლებოდა. მან პატრონისგან დამოუკიდებლად პინჩერი სახლში წაიყვანა და 5 თვის განმავლობაში უვლიდა.

ოქტომბერში ლევის ვიღაცამ გაუგზავნა ანონიმური შეტყობინება, საიდანაც ძაღლის პატრონმა შეიტყო, რომ ცეზარი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამის შემდეგ მამაკაცმა პოლიციას მიმართა. ოლივეირას
ბრალად ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება წაუყენეს, ძაღლი კი ჩამოართვეს და სხვა ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ დააძინეს.

იცენკო-კუშინგის დაავადებისას კუჭქვეშა ჯირკვალი ზედმეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, რის გამოც ძაღლის კუნთები სუსტდება, მას ხშირად სძინავს, მალე იღლება, შესაძლოა, გასცვივეს ბეწვი. თუ არ ხდება მკურნალობა, იზრდება დიაბეტის რისკი, ირღვევა გულის, თირკმელისა და ღვიძლის ფუნქციონირება, პროგრესირებს კანის, ყურების, ღრძილების, თვალებისა და შარდის ბუშტის ინფექცია, ასევე სხვა დაავადებები.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?