aibo - რობო-ძაღლი ბრუნდება (+ვიდეო)
იაპონიაში წარმოებაში 11-წლიანი შესვენების შემდეგ შინაური ცხოველი-რობოტების (aibo) ახალი თაობა წარმოადგინეს.

ძაღლების ვიზუალი და, რა თქმა უნდა, ელექტრონული სისტემა კარდინალურად შეიცვალა. რობოძაღლი შეძლებს ადამიანების ქცევების ანალიზს და იმის დამახსოვრებას, რა მოსწონთ და რა არა.

შინაური ცხოველის კონტროლი სმარტფონის მეშვეობით შორიდანაც იქნება შესაძლებელი, ხოლო თავად aibo სახლის მოწყობილობების მართვას ”ჭკვიანი სახლის” ფარგლებში შეძლებს.
ახალ რობოძაღლს aibo ეწოდება. პირველი თაობისგან განსხვავებით (AIBO), მისი დასახელება პატარა ასოებით იწერება.

aibo-ს გაყიდვა იაპონიაში იანვრიდან დაიწყება. მისი საორიენტაციო ფასი 1.9 ათასი დოლარია, სადაც მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაც
შედის, ასევე ყოველთვიურად იქნება საჭირო ინტერნეტთან დაკავშირების ნებართვის ყოველთვიური ხელწერილი.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?