სოფელი, სადაც მხოლოდ ძაღლები ცხოვრობენ
სოფელი, სადაც მხოლოდ ძაღლები ცხოვრობენ
ბრაზილიაშია სოფელი, სადაც მხოლოდ ძაღლები ცხოვრობენ.

ბრაზილიაში ძალიან უცნაური სოფელია, სადაც ადამიანების ნაცვლად ძაღლები ცხოვრობენ.
ის სპეციალურად მოხეტიალე ძაღლებისთვის მოაწყეს და ახლა იქ ათასზე მეტი ჯიხური დგას.
ძაღლების სოფელი ქალაქ კახიას დო სულის სამხრეთ ნაწილშია. იგი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ამა"-ს წყალობით შეიქმნა. მოცემული ორგანიზაცია შინაურ ცხოველებზე ზრუნავს. ვინაიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ქალაქში სასტუმროს აშენებისთვის ფული არ ეყოთ, გადაწყვიტეს, აეშენებინათ ჯიხურებიანი სოფელი.

გაბურძგნულ ბინადრებს აქ საკმაოდ კარგად უვლიან: აჭმევენ, ასმევენ, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობენ, უკეთებენ აცრებს. ერთი სიტყვით, მათზე ზრუნავენ. ისინი, ვისაც ცხოველის აყვანა
უნდა, სწორედ ამ ”ძაღლების სოფელს” აკითხავენ და იქ სახლისთვის ძაღლს ირჩევენ.
ბრაზილიაში არსებობს კატების ქალაქიც,
თუმცა, იგი ტერიტორიულად ძაღლების სოფელზე ბევრად პატარაა. იქ მხოლოდ 200 კატა ბინადრობს.
ეგერი
კარგია,რომ არსებობს ხალხი,ვინც ცხოველებზე ზრუნავს!ნეტავ,ჩვენ ბედკრულშიც ასე იყოს!უმალვე გამოჩნდება "ადამიანზე მზრუნველი"არსება...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?