ძაღლები ბავშვებს ეგზემასა და ასთმისაგან იცავენ
ძაღლები ბავშვებს ეგზემასა და ასთმისაგან იცავენ
ამერიკელი მეცნიერების თქმით, ძაღლებს უნარი აქვთ ბავშვები ასთმისა და ეგზემისგან დაიცვან. პროექტის ავტორები ამ შედეგამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ცხოველის ნერწყვში ჰორმონი ACAAI-ი აღმოაჩინეს.

"ეგზემა, ხშირ შემთხვევაში, თავს იჩენს პატარაობაში. ბავშვები ხშირად ავადდებიან სხვადასხვა ვირუსული დაავადებით, თუმცა, მათ, ვისაც ძაღლებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, იღებენ ბაქტერიებს და ასევე ჰორმონს ACAAI-ის , რომელსაც შეუძლია სხვადახვა ინფექციის მოსპობა", -ამბობს კვლევის ავტორი.

ეს ჰორმონი ხელს უშლის ასთმის ჩამოყალიბებას. მეორე ექსპერიმენტის დროს სპეციალისტებმა შეამოწმეს ძაღლის ზემოქმედება ასთმით დაავადებულ ბავშვებზე. კვლევის პროცესში ორ წლამდე ბავშვები ერთი საათის განმავლობაში შინაური
ცხოველების გარემოცვაში იმყოფებოდნენ. შედეგად, დაავადების განვითარება 40%-ით შემცირდა.

ბალტიმორის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ძაღლის ნერწყვში აღმოაჩინეს ათასობით
მიკროორგანიზმი, რომელიც ბავშვის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?