რატომ არის ძაღლთან ერთად სამსახურში სიარული უკეთესი, ვიდრე კატასთან ერთად?
რატომ არის ძაღლთან ერთად სამსახურში სიარული უკეთესი, ვიდრე კატასთან ერთად?
"საფრანგეთის ზოგიერთი დაწესებულების ხელმძღვანელობა საკუთარ თანამშრომლებს შინაურ ბინადრებთან ერთად სიარულის ნებას რთავს", - წერს გამოცემა "20 Minutes"-ი.

ძაღლები აღმოჩნდნენ ის შინაური ცხოველები, რომლებიც ყველაზე ხშირად დაჰყვებიან პატრონს სამსახურში, რადგან კატა ზედმეტად ტერიტორიის მოყვარე ცხოველია. უდავოა, ეს ფუმფულა არსება დაინტერესებულია საკუთარ პატრონთან ყოფნით, მაგრამ ურთიერთობას საკუთარ ტერიტორიაზე ამჯობინებს.

"International Journal of Workplace Health Management"-მა, 2012 წელს, ჩაატარა კვლევა, სადაც დაკვირვება ხდებოდა ძაღლებისა და კატების მფლობელებზე, რომლებსაც თავიანთი შინაური ცხოველი სამსახურში დაჰყავდათ. 5 სპეციალისტისგან შემდგარ ჯგუფს მეთაურობდა პროფესორი რენდოლფ ბეიკერი. ისინი ერთი
კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ 76 მუშაკს, რომლებიც დაყოფილნი იყვნენ სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი სამსახურში ძაღლებს ატარებდა,
მეორე ჯგუფი ცხოველს შინ ტოვებდა, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებს შინაური ცხოველი საერთოდ არ ჰყავდათ.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაო დღის ბოლოს ბევრად კმაყოფილნი იყვნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც თან ახლდათ თავიანთი შინაური ცხოველი.

"უცნაურია, თუ რამდენად ნასიამოვნები იყვენენ ის ადამიანები სამუშაო დღის ბოლოს, რომლებსაც სამსახურში ძაღლები ჰყავდათ. გარდა ამისა, მათი მუშაობა ბევრად შედეგიანი იყო, ვიდრე სხვების", - ამბობს რენდოლფ ბეიკერი.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?