მარილიას და მატეუს პიერონები ქორწილის ცერემონიას სან-პაულოში, ღია ცის ქვეშ იხდიდნენ.
მათ წვიმის გამო სტუმრებთან ერთად კარვის ქვეშ მოუწიათ შეფარება.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ ერთი უსახლკარო ძაღლი, რომელიც სავარაუდოდ წვიმისგან თავშესაფარს ეძებდა, კარვის ქვეშ არ შეიპარა და პატარძლის მაგიერ საკურთხევლისკენ არ გაემართა.
ძაღლი გაიყვანეს და ახალგაზრდებმა ფიცი წარმოთქვეს,
მომხდარს თითქოს ნებისმიერი გოგონასთვის ხასიათის გაფუჭება შეეძლო, მაგრამ არა მარლიისთვის.
გოგონამ თქვა, რომ ახლა ძაღლი უკვე ქორწილის ოფიციალური სტუმარია. ”ჩემთვის ეს სიხარული იყო, მე ძალიან მიყვარს ცხოველები," - ამბობს პიერონი.
დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებმა ძაღლი მოიკითხეს, რომ სახლში წაეყვანათ, მაგრამ ვერ იპოვეს.
წყვილი ძაღლს ყველგან ეძებდა. მათ მთელი ქალაქი შემოიარეს.
ახალგაზრდებმა ძაღლი იპოვეს! მარილიიმ და მატეუსმა მას სნუპი დაარქვეს და თავისი ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად აქციეს.
”კარგად დავბანე და პირველი ღამე ღრმად და ტკბილად ეძინა. ის ძალიან ბედნიერად გამოიყურება”, - ყვება მარილიი.
”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ”.
ინტერნეტში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა სნუპის ბედნიერება. მან სწორი ადგილი აირჩია წვიმისგან შესაფარებლად და საკუთარი ტკბილი ოჯახი იპოვა.