წყვილის რეაქციამ უსახლკარო ძაღლზე, რომელმაც მათი ქორწილი კინაღამ ჩაშალა, ინტერნეტი დაიპყრო
წყვილის რეაქციამ უსახლკარო ძაღლზე, რომელმაც მათი ქორწილი კინაღამ ჩაშალა, ინტერნეტი დაიპყრო
რომელიმე შორეული ნათესავი, არავინ იცის საიდან მოსული ყოფილი შეყვარებული, ან უბრალოდ უფასო სასმელზე მოსული ვინმე ამორალური პიროვნება - კატეგორია, რომელსაც ქორწილის ჩაშლა შეუძლია. თუმცა, ერთი ბრაზილიელი წყვილის ქორწილი უსახლკარო ძაღლმა ჩაშალა… 

მარილიას და მატეუს პიერონები ქორწილის ცერემონიას სან-პაულოში, ღია ცის ქვეშ იხდიდნენ.

Zooclub

მათ წვიმის გამო სტუმრებთან ერთად კარვის ქვეშ მოუწიათ შეფარება.

Zooclub

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ ერთი უსახლკარო ძაღლი, რომელიც სავარაუდოდ წვიმისგან თავშესაფარს ეძებდა, კარვის ქვეშ არ შეიპარა და პატარძლის მაგიერ საკურთხევლისკენ არ გაემართა.

Zooclub

ძაღლი გაიყვანეს და ახალგაზრდებმა ფიცი წარმოთქვეს,
თუმცა, უეცრად ძაღლი კვლავ გამოჩნდა და პირდაპირ მარილიის ფატაზე დაწვა.

Zooclub

მომხდარს თითქოს ნებისმიერი გოგონასთვის ხასიათის
გაფუჭება შეეძლო, მაგრამ არა მარლიისთვის.

Zooclub

გოგონამ თქვა, რომ ახლა ძაღლი უკვე ქორწილის ოფიციალური სტუმარია. ”ჩემთვის ეს სიხარული იყო, მე ძალიან მიყვარს ცხოველები," - ამბობს პიერონი.

Zooclub

დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებმა ძაღლი მოიკითხეს, რომ სახლში წაეყვანათ, მაგრამ ვერ იპოვეს.

Zooclub

წყვილი ძაღლს ყველგან ეძებდა. მათ მთელი ქალაქი შემოიარეს.

Zooclub

ახალგაზრდებმა ძაღლი იპოვეს! მარილიიმ და მატეუსმა მას სნუპი დაარქვეს და თავისი ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად აქციეს.

Zooclub

”კარგად დავბანე და პირველი ღამე ღრმად და ტკბილად ეძინა. ის ძალიან ბედნიერად გამოიყურება”, - ყვება მარილიი.

Zooclub

”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ”.

Zooclub

ინტერნეტში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა სნუპის ბედნიერება. მან სწორი ადგილი აირჩია წვიმისგან შესაფარებლად და საკუთარი ტკბილი ოჯახი იპოვა.

Zooclub
კ ო ლ ხ ი
მომეწონა! ძაღლის ბედი ექნებათ! (ჩქიმ ბროლიას გიფუჩუანთ!) თვითონ სნუპის ქორწილი როდის არის ჩანიშნული?-მაინტერესებს!
მანანა-შ
გენაცვლეთ თქვენ!
baCuki
ცხოველები ყველას უყვარს, - განსაკუთრებით ვინც ადამიანებს კარგად იცნობს!
ADMIN
ჯონდო. იყო თქვენი შენიშვნა, რომელიც მართლაც მექანიკურ შეცდომას შეეხებოდა, თუმცა პასუხი გასცეს არაკორექტული. ამიტომ ორივე კომენტარი წაიშალა ადმინისტრატორის მიერ.
ჯონდო
ადმინისტრატორს! უაზრო წინადადება რომ არ მომეწონა, ამიტომ შტერი ვარ? ესაა, უხამსობა არაო? საკუთრივ ხომ არ მპასუხობ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?