ავტობუსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დაინახა... მან მგზავრებს სთხოვა, ტრანსპორტი დაეტოვებინათ
ავტობუსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დაინახა... მან მგზავრებს სთხოვა, ტრანსპორტი დაეტოვებინათ
"ნამდვილი ადამიანი ადამიანებს შორის", - სწორედ ასე ახასიათებს სტატიის ავტორი ამ ისტორიის გმირს.

ფოტოზე აღბეჭდილია სტამბულში მცხოვრები ავტობუსის მძღოლი, რომელმაც ცხოველის მიმართ წარმოუდგენელი თანაგრძნობა გამოავლინა.

როდესაც მამაკაცს მგზავრები გადაჰყავდა, მის თვალწინ ძაღლს მანქანა დაეჯახა. მან გააჩერა ავტობუსი, გამოიძახა ვეტერინარი და მგზავრებს სთხოვა არსებული მდგომარეობა გულთან ახლოს მიეტანათ - გადასულიყვნენ სხვა ტრანსპორტში ან მასთან ერთად დალოდებოდნენ ვეტერინარს.

მგზავრების უმეტესობა მოთმინებით ელოდებოდა დახმარებას და ცხოველზე ზრუნავდა. საბედნიეროდ, ვეტერინარული დახმარება სწრაფად მივიდა და ცხოველი კლინიკაში გადაიყვანეს.

Zooclub

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებს შევხვდი", - ამბობს ფოტოს
ავტორი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ძაღლს თავად ავტობუსის მძღოლი დაეჯახა, რადგან ცხოველი უეცრად გადმოხტა სამანქანო გზაზე.
ეს ორმაგად ღირსეული საქციელია, რადგან მძღოლმა ძაღლი ბედის ანაბარად არ დატოვა.

ასევე იხილეთ:

ლეკვის გადასარჩენად მაშველებმა ტრამვაი ასწიეს

საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა

კეთილი ადამიანები, რომლებმაც ცხოველები გასაჭირში არ მიატოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?