თუ ფიქრობთ, რომ ეს ძაღლი გაბრაზებულია, ძალიან ცდებით (+ვიდეო)
ფოტოზე აღბეჭდილი ძაღლი თავიდან ყველას გაბრაზებული გონია, მაგრამ ეს ასე არაა.

სინამდვილეში ძაღლი რეი იღიმის. დიახ, მას ასეთი უცნაური ღიმილი აქვს.

რეი წლების მანძილზე  ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი აყვანა არავის სურდა.

თუმცა, თავშესაფარში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ძაღლი და მისი უჩვეულო ღიმილი დანახვისთანავე შეუყვარდა.

მამაკაცმა ცხოველი სახლში წაიყვანა და მას შემდეგ ისინი განუყრელი მეგობრები არიან.

რეის ძალიან უყვარს პატრონი, ამიტომ სახიდან ღიმილი არ შორდება, ხოლო ძაღლის თვალებში დიდი ბედნიერება ჩანს...

Zooclub

პატრონს არასოდეს უნანია,
რომ ასეთი საოცარად კეთილი ძაღლი თავშესაფრიდან წამოიყვანა.

Zooclub

სასიამოვნოა, რომ ამ ორმა ერთმანეთი იპოვა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ადამიანების უმეტესობას მისი ფოტოები არარეალური ეჩვენება

მომღიმარი კნუტი, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს


პიტბული, რომელსაც ყოველთვის მომღიმარი სახე აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?