შინაური ცხოველის ავადმყოფობა შესაძლოა პატრონის დეპრესიის მიზეზი გახდეს
შინაური ცხოველის ავადმყოფობა შესაძლოა პატრონის დეპრესიის მიზეზი გახდეს
"შინაური ცხოველის ავადმყოფობამ შესაძლოა, პატრონის დეპრესია გამოიწვიოს", - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი სპეციალისტები, როდესაც იმ ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა გამოიკვლიეს, რომელთა შინაური ცხოველებიც ავად იყვნენ.

კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეამოწმეს ჯანმრთელ და დაავადებულ ცხოველთა პატრონების დეპრესიის, შფოთის, სტრესის დონე. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 119 ადამიანი, რომელთა ძაღლები და კატები იყვნენ ავად. შედარებისთვის, ჯანმრთელი შინაურ ბინადართა მფლობელებიც მონაწილეობდნენ.

კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ცხოველთა მფლობელებს, რომელთა ძაღლი ან კატა ავად იყო, ყველა მაჩვენებელი ნორმაზე მაღალი ჰქონდათ. ამას თან ერთვოდა ხანგრძლივი ნეგატიური განწყობაც.

მიღებული შედეგების საფუძველზე
სპეციალისტები აპირებენ რეკომენდაციების მიცემას ვეტერინარებისთვის, რათა ცხოველის მკურნალობასთან ერთად, ემოციური ფონის შემთხვევაში, მოხდეს პატრონის დახმარებაც.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით

რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?

შინაურ ცხოველთან საუბარი პატრონის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?