"მშვიდად იძინე, პატარა, მე შენთან ვარ..." საფრთხის დროს ძაღლი ოჯახის ახალშობილს იცავდა
"მშვიდად იძინე, პატარა, მე შენთან ვარ..." საფრთხის დროს ძაღლი ოჯახის ახალშობილს იცავდა
პატარა გოგონა არაბელა სულ რამდენიმე დღისაა, მაგრამ მან უკვე ბევრი რამ შეიტყო ძაღლის ერთგულების შესახებ.

მას შემდეგ, რაც პატარა სამშობიაროდან გამოწერეს, რამდენიმე დღეში დედ-მამამ გადაწყვიტა, ფლორიდაში მდებარე სახლი დაეტოვებინათ და მშობლებთან ტენესში წასულიყვნენ მოსალოდნელი ქარიშხლის "ირმას" გამო.

"არ ვგეგმავდით სახლის დატოვებას, მაგრამ მოულოდნელად ამინდი შეიცვალა და მივხვდით, რომ საფრთხეში ვიყავით. გადავწყვიტე, ცოლთან და ახალშობილ შვილთან ერთად მშობლებთან წავსულიყავი", - ამბობს ბავშვის მამა.

Zooclub

ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ავტომობილით მგზავრობა უსაფრთხო იქნებოდა. მათ სწრაფად შეაგროვეს საჭირო ნივთები და სამ შინაურ ცხოველთან  ერთად გაემგზავრნენ.

ორი ბინადარი მანქანის წინა სავარძელზე მოკალათდა, ხოლო ფრანგული ბულდოგი ზიგი, ახალშობილ არაბელთან და დედასთან ერთად,
უკანა სავარძელზე მოეწყო.

Zooclub

მშობლები განიცდიდნენ, არ იცოდნენ, როგორი რეაქცია ექნებოდა ძაღლს ბავშვზე, თუმცა, ამაოდ ნერვიულობდნენ. ცხოველი მთელი გზა იცავდა და ართობდა ბავშვს, რათა პატარას არ ეტირა.

Zooclub

"ზიგი საოცრად მშვიდი ძაღლია. ის პირველად შეხვდა ახალშობილ ბავშვს. გავოცდით, როდესაც შევამჩნიე, თუ როგორ თბილად უყურებდა ის არაბელას. პატარასთვის მას მთელი გზა თვალი არ მოუშორებია. ზიგი ყურადღებით იყო ბავშვის მიმართ, თითქოს ესმოდა, რომ ბავშვს დაცვა სჭირდებოდა", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

საინტერესოა, რომ მანქანაში მყოფ სხვა შინაურ ცხოველებს მსგავსი ზრუნვა არ გამოუჩენიათ. მათ მთელი გზა ეძინათ.

Zooclub

ახალშობილთან ერთად ხანგრძლივი მოგზაურობა დიდი სტრესია, მაგრამ ზიგის დამსახურებით, მშობლები მთელი გზა  მშვიდად იყვნენ. საბედნიეროდ, მათ სტიქიურ უბედურებას თავი დააღწიეს.

ჩვენი საყვარელი ბინადრებისგან ზოგჯერ ბევრ სასარგებლოს ვსწავლობთ. მაგალითად, ზიგი ნათლად გრძნობდა, როდესაც საკუთარ ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი გზაზე უგონოდ დავარდნილ პატრონს გვერდიდან არ სცილდებოდა

ლაბრადორმა სასწრაფო დახმარების გამოძახებით პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა

ამ ცხენმა კარგად იცის, თუ როგორ დაამშვიდოს ბავშვი, რომელიც ტირის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?