ძაღლი პატრონთან თამაშის შემდეგ ერთ საათში მოკვდა
ძაღლი პატრონთან თამაშის შემდეგ ერთ საათში მოკვდა
ქალმა სოციალურ ქსელში თავისი გულისტკივილი გააზიარა, რათა ძაღლის სხვა პატრონებმა მსგავსი შეცდომა არ დაუშვან.

"42 წლის ჯეინ ულშმა საკუთარი ძაღლი შემთხვევით მოკლა იმ დროს, როცა ქალი ცხოველს ტბაში გადაგდებული ჯოხის მოტანას მიუთითებდა.

ჯენი ოჯახთან და 2 წლის  შნაუცერის ჯიშის ძაღლ გრანცთან ერთად ჩრდილოეთ კალიფორნიის მთებში დასასვენებლად იმყოფებოდა. ქალმა ტბაში ჯოხი დაახლოებით 20-ჯერ გადააგდო და ყოველ ჯერზე ძაღლს წყალში ჩასვლა და ჯოხის ამოტანა უხდებოდა. შედეგად, ცხოველი დაბინძურებული წყლის ინტოქსიკაციით მოიწამლა", - წერს მეტრო.

ძაღლმა ტბაში ცურვისას ბევრი წყალი გადაყლაპა, სწორედ ამის
გამო ცხოველის სხეულში ნატრიუმის დონემ მოიმატა, რამაც ტვინიც დაზიანება გამოიწვია.

ჯეინის სურვილია, ძაღლის რაც შეიძლება ბევრმა
მფლობელმა წაიკითხოს მისი სევდიანი ამბავი, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვას.

Zooclub

"გრანცს ძალიან მოსწონდა ეს თამაში. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა საშინელი შედეგი მოჰყვებოდა ამ უწყინარ გართობას. ოჯახის წევრები ხშირად ვეთამაშებოდით მას - შორბმანძილზე ვისროდით ჯოხს, ბურთს და ძაღლი სიხარულით გარბოდა მის მოსატანად. გრანცის სიკვდილის შემდეგ ერთი კითხვა მაწუხებს: "რატომ არავინ გამაფრთხილა?" ყოველივე თამაშიდან ერთ საათში მოხდა", - ამბობს ჯენი.

პატრონის თქმით, გრანცი, თამაშიდან 20 წუთის შემდეგ, წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებდა, უჭირდა გადაადგილება. ძაღლი სასწრაფოდ გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე იხილეთ:

შინაური ცხოველის დაღუპვა ადამიანისთვის იგივეა, რაც ახლო ნათესავის სიკვდილი

ფოტოს გადასაღებად ტურისტმა გედი წყლიდან "ამოათრია". შედეგი საშინელია...


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?