ნიუ-იორკში არსებობს ვირთხების დამჭერთა დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისგან შედგება
ნიუ-იორკში არსებობს ვირთხების დამჭერთა დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისგან შედგება

დიდ ქალაქებში ვირთხები თავს კარგად გრძნობენ. მათ აქვთ არაერთი სამალავი, ბევრი გემრიელი სასუსნავი და ბევრი დრო, რათა

შეაწუხონ ადამიანები, მაგრამ ნიუ-იორკს თავისი გმირები ჰყავს. ძაღლების ჯგუფი ნადირობს ვირთხებზე მთელი ქალაქის მასშტაბით, ისინი ადამიანებს მღრღნელებისგან იცავენ.

ვირთხების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია R.A.T.S (The Ryder's Alley Trencher-fed Society) 25 წელია არსებობს. ამ გუნდში ირიცხებიან ბორდერ ტერიერი, ფოქსტერიერი, ტაქსა და ის ჯიშები, რომლებიც მიდრეკილნი არიან, ინადირონ ვირთხებზე. მათ სპეციალური მომზადება გაიარეს.


ცხოველების დღის განრიგი სხვა ძაღლებისგან არაფრით განსხვავდება. ისინი სეირნობენ, ემზადებიან გამოფენისთვის, სტუმრობენ საწვრთნელ მოედნებს და

თამაშობენ, მაგრამ საღამოს პატრონებთან ერთად ქალაქში გადიან და იწყებენ ვირთხებზე ნადირობას. შინაური ცხოველები ნადავლის გარეშე
იშვიათად ბრუნდებიან. ძაღლის პატრონები ამ საქმისთვის გასამრჯელოს არასოდეს იღებენ.

ქალაქის საკრებულოს წევრმა ერიკ ულრიჯმა ორგანიზაცია R.A.T.S -ს დახმარებისთვის მიმართა, რადგან ქალაქის ერთ-ერთ შენობას უამრავი მღრღნელი შეესია. ძაღლებმა დიდი რაოდენობის ვირთხა და ერთი ოპოსუმი გაანადგურეს. სამუშაოს წარმატებულად შესრულებისთვის ძაღლებმა - ტენერმა, მერლიმ, რომალმა, მარკუსმა, პაკომ, ჯეი-ჯეიმ, ლეისიმ, მაიტიმ, გრეისიმ, მოზიმ, ჯიგიმ და დეიზიმ მიიღეს ჯილდო, რომელიც სიგელი და ძაღლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სასუსნავი იყო.

Zooclub

R.A.T.S-ის დამფუძნებელს ქალაქის საკრებულომ მადლობა გადაუხადა.

ასევე იხილეთ:

ჯიქები ადამიანებთან ერთად ნადირობენ

ჩილეში უპატრონო ძაღლებს სამსახურით და საცხოვრებელი ადგილით უზრუნვეყოფენ

ჩერნობილის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო ძაღლები სპეციალისტებს რადიაციული ზემოქმედების შესწავლაში ეხმარებიან

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?