ინვალიდი ძაღლის საოცარი ისტორია
ინვალიდი ძაღლის საოცარი ისტორია
პატარა ძაღლი რიკი  წინა თათების დეფორმაციით დაიბადა. ძაღლი ცხოველთა თავშესაფარში მოხვდა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი ინვალიდი ცხოველისთვის. რიკის აუცილებლად სჭირდებოდა ოჯახი, სითბო და მზრუნველი პატრონი.

ერთ დღეს, პატარა გოგონამ მამასთან ერთად ინტერნეტში შემთხვევით რიკის სურათი ნახა. გოგონამ  სურვილი გამოთქვა, რიკი შინ წამოეყვანათ. მან იგრძნო, რომ ეს პატარა, უმწეო ძაღლი მისთვის სულიერად ძალიან ახლობელი იყო.

"ვისაც სურვილი აქვს მიიყვანოს ოჯახში ძაღლი, ხშირ შემთხვევაში ყურადღებით უკვირდება, რომ ის იყოს სრულფასოვანი, ჯანმრთელი. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ რიკი არ არის სრულყოფილი. როდესაც
პირველად ვნახე რიკი, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ის სახლში უნდა წამომეყვანა." – ამბობს გოგონა.

იხილეთ ვიდეო

დღეს რიკი ძალიან
ბედნიერია, ის და მისი პატრონი თითქმის სულ ერთად არიან – თამაშობენ, ერთად სძინავთ და რიკი თავის მზრუნველ გოგონას გვერდიდან არ სცილდება.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?