საფრანგეთის პრეზიდენტმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
საფრანგეთის პრეზიდენტმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
ლაბრადორისა და გრიფონის მეტისი, 1 წლის ძაღლი ნემო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოჯახის ახალი წევრი გახდა.

"BFMTV"-ის ცნობით, ნემო, რომელსაც სახელი ჟიულ ვერნის რომანის გმირის საპატივცემულოდ დაარქვეს, ადრე თავშესაფარში ცხოვრობდა.

ნემო პირველი ძაღლი არ არის ელისეის სასახლეში. მანამდე იქ ფრანსუა ოლანდის შავი ლაბრადორი ცხოვრობდა.

ძაღლი გადაჩვეულია საბელზე სიარულს და მშრალ საკვებსაა მიჩვეული.

Zooclub

”ნემო 2016 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც მასზე უარი თქვესშამერის კომუნაში, თავშესაფარში ცხოვრობდა. ძალიან კომუნიკაბელურმა და მხიარულმა ძაღლმა ვერ შეძლო ახალი პატრონების ყურადღების მიქცევა”, - იტყობინება SPA (Société
Protectrice des Animaux).
იმისთვის, რომ ძაღლისთვის ოჯახში ცხოვრების შანსი მიეცათ, ნემო საფრანგეთის გადაიყვანეს დედაქალაქის ერთ-ერთი
რეგიონის თავშესაფარში, სადაც მან პრეზიდენტის ოჯახი გაიცნო.

”ეს გუშინ საღამოს მოხდა. რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პირველი ქალბატონი ერმერის თავშესაფარს ესტუმრნენ, რომ ნემო აერჩიათ - ლაბრადორისა და გრიფონის მეტისი. შემდეგ ის ელისეის სასახლეში წაიყვანეს”, - აღწერენ შეხვედრას ორგანიზაციის წარმომადგენლები.

Zooclub

SPA-ში აღნიშნავენ, რომ ნემო დაახლოებით 2 წლისაა და ის სრულიად ჯანმრთელია.

”ის ახალგაზრდა, აქტიური და ძალიან მოძრავია. საბელით დადის, სხვა ძაღლებთან და ბავშვებთან მშვიდად იქცევა. თავშესაფარში მას მშრალ საკვებს აძლევდნენ. სასურველია მისი კვების ასე გაგრძელება”, - აღნიშნავენ ცხოველთა დამცველები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?