ძაღლმა ეზოში 85 000 დოლარად შეფასებული ნარკოტიკი ამოთხარა
ძაღლმა ეზოში 85 000 დოლარად შეფასებული ნარკოტიკი ამოთხარა
ამერიკის ქალაქ მაკმინვილში (ორეგონას შტატი), ოქროსფერმა რეტრივერმა ეზოში ჰეროინის პაკეტი ამოთხარა.

"KATU News"-ის ცნობით, ძაღლის პატრონებს ეგონათ, რომ ძაღლმა მიწის ქვეშ იპოვა კაფსულა, სადაც შთამომავლებისადმი გაგზავნილი წერილი იდო. მათ ამოიღეს მიწიდან პაკეტი და გახსნეს.

ნაპოვნის შემადგენლობის დათვალიერებისას, რეტრივერის პატრონებმა პოლიციაში დარეკეს. გამოძახებაზე მოსულმა ოფიცერმა დაადგინა, რომ ძაღლმა მიწიდან 425 გრამი ჰეროინი ამოთხარა. სიახლეების პორტალის მონაცემებით, ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი დაახლოებით 85 000 დოლარი ღირს.

ადგილობრივმა შერიფმა რიმ სვენსონმა ძაღლს მადლობა გამოუცხადა. მან რეტრივერს ოფიციალური ჯილდო გადასცა და პოლიციის ძაღლების რაზმის, რომელთა
სამსახური ნარკოტიკების ძებნაა, საპატიო წევრად დანიშნა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?