სამხედრო მფრინავმა 1200 კილომეტრი გაიარა, რათა ძაღლი ევთანაზიისგან ეხსნა
სამხედრო მფრინავმა 1200 კილომეტრი გაიარა, რათა ძაღლი ევთანაზიისგან ეხსნა
"ორი წლის ძაღლი ადრიენა მოხალისეებმა სამხრეთ კაროლინას შტატში (აშშ), ქუჩაში უპატრონოდ მყოფი იპოვეს. ცხოველი შარდის ბუშტის პროლაფსით (ცისტოცელე) იტანჯებოდა. სამედიცინო გამოკვლევისას ვეტერინარმა ივარაუდა, რომ ცხოველს ეს პრობლემა ადამიანის სქესობრივი კავშირის შედეგად ჰქონდა. თავშესაფარში ადრიენას ევთანაზია იგეგმებოდა, თუმცა, საქმეში ცხოველთა მოყვარულები ჩაერთვნენ", - წერს ”Daily Mail”-ი.

ადრიენას გადასარჩენად საჭირო იყო  მისი თავშესაფრიდან სასწრაფო წამოყვანა. სწორედ ეს გააკეთა პენსილვანიელმა პოლ სთიქლენსკიმ, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და ვერტმფრენის მფლობელია.

Zooclub

მამაკაცმა ძაღლის გადასარჩენად 1200 კილომეტრი საკუთარი ვერტმფრენით გადაკვეთა. მან ცხოველი გადაიყვანა სტენფორდის ვეტერინარულ კლინიკაში,
სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, პოლმა თავშესაფრიდან ჩამოიყვანა კიდევ 13 ძაღლი, რომლებსაც ევთანაზიისთვის ამზადებდნენ.
ცხოველთა მოყვარულები და მოხალისეები მამაკაცს მზრუნველი ოჯახების პოვნაში ეხმარებიან, რათა ძაღლები საიმედო ხელში დააბინაონ.

ნაოპერაციები ადრიენას მდგომარეობა უმჯობესდება. რამდენიმე კვირის შემდეგ მოხალისეები მას მზრუნველ პატრონზე გააჩუქებენ.

Zooclub

ყოფილი სამხედრო ასევე საქველმოქმედო ფონდის Flying Fur Animal Rescue ს  დამფუძნებელია. მან 2015 წლიდან ევთანაზიისგან 700-ზე მეტი ძაღლი იხსნა.

ასევე იხილეთ:

იმისთვის, რომ ევთანაზიისგან დაიცვან, მოხალისე მფრინავებს ძაღლები თავშესაფრიდან ახალ ოჯახებში გადაჰყავთ

ავიაკომპანიებმა დაარღვიეს წესები, რათა ცხოველები ხანძრისგან გადაერჩინათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?