ზრდილობიანი ძაღლი ნაყინის მანქანასთან თავის რიგს ელოდება (+ვიდეო)
სამი წლის სტაფორდშირულ ბულტერიერ რეჯის ძალიან უყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით კი ნაყინი. როდესაც მის რაიონში ნაყინის მანქანა მიდის, რეჯი ძალიან გახარებულია. პატრონმა რაიან ტომასმა ვიდეოზე აღბეჭდა რეჯის ემოციები სასუსნავის მიღების დროს.

რეჯი თითქმის ყოველდღე მირბის ნაყინის მანქანასთან და თავის რიგს კუდის ქიცინით ელოდება. იგი მოთმინებით ადევნებს თვალს, თუ როგორ ყიდულობენ სხვები ნაყინს. მან კარგად იცის, როდის უნდა გამოართვას გამყიდველს ტკბილეული და გადასანსლოს.

"რეჯი არ ერჩის კატებსა და სხვა ძაღლებს, ის მხოლოდ ნაყინის დიდი მოყვარულია", - ამბობს პატრონი.

"როდესაც შორიდან ნაყინის მანქანის მოახლოების ხმა
მესმის და რეჯის ვერსად ვპოულობ, ვიცი სადაც უნდა მოვძებნო
- რა თქმა უნდა, ნაყინის გამყიდველთან", - ამბობს  რაიანი.

ასევე იხილეთ:  

ბედნიერი ძაღლი ნაყინის მანქანას დიდი სიხარულით ხვდება

ამ ძაღლს იმდენად უყვარს ფოსტის მიღება, რომ ზოგჯერ ფოსტალიონს იმპროვიზირება უწევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?