მექსიკელ მამაკაცს ამერიკიდან დეპორტაციას უპირებენ, რადგან მან სიცხეში ლეკვი მანქანაში ჩაკეტა
მექსიკელ მამაკაცს ამერიკიდან დეპორტაციას უპირებენ, რადგან მან სიცხეში ლეკვი მანქანაში ჩაკეტა
როდესაც პოლიციელები ლორენსვილის (ჯორჯიის შტატი) ავტოსადგომზე მივიდნენ, აღმოაჩინეს დაკეტილი მანქანის სალონში შავ-თეთრი ლეკვი, რომელიც მძიმედ სუნთქავდა და თავის აწევაც აღარ შეეძლო.

იმ დღეს ქალაქში ძალიან ცხელოდა, თვითმხილველები 30 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ცდილობდა ლეკვი ავტომობილიდან გამოსვლას. სამართალდამცველების თქმით, მანქანის სალონში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა, ამიტომ მათ ჩაამტვრიეს უკანა საქარე მინა და საცოდავი ცხოველი სამშვიდობოს გამოიყვანეს.

მართალია, ძაღლმა საშინელი წუთები გადაიტანა, თუმცა, მისი პატრონისგან განსხვავებით, ცხოველისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. მსგავსი ქცევისთვის ლეკვის მფლობელს შტატებიდან დეპორტაცია ემუქრება. მექსიკელი ფრედი დორანტე მორენო
პოლიციამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დააპატიმრა. მისი დაკავება მოხდა იმ დროს, როცა რესტორნიდან გამოვიდა, რათა
ენახა, თუ რა დაემართა მის მანქანას.

Zooclub

ლეკვი უპასუხისმგებლო პატრონს ჩამოართვეს. მექსიკელი გისოსებს მიღმა დეპორტაციას ელოდება, ხოლო მისი შინაური ცხოველი თავშესაფარში ახალი პატრონის მოლოდინშია.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ძაღლის გადარჩენისთვის დააპატიმრეს

ბრიტანელი ვეტერინარები: "ნუ დატოვებთ ძაღლს მანქანაში"

მამაკაცმა მანქანის მინა გატეხა და სიცხეში ჩაკეტილი ძაღლი სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?