ძაღლი ექიმებს ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისას ეხმარება
ძაღლი ექიმებს ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისას ეხმარება
ბარსელონას კლინიკის ექიმები ახორციელებენ სამეცნიერო კვლევას, რომლის მთავარი გმირიც ძაღლი ბლატია. ლაბრადორისა და პიტბულის მეტისი თავისი მოძმეებისგან გამორჩეულია. მას შეუძლია ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა, რისთვისაც საკმარისია შეიგრძნოს სუნი, რომელიც პაციენტს პირის ღრუდან ამოსდის.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ბლატს დაავადების ამოცნობა თითქმის შეუცდომლად შეუძლია. ძაღლმა 800-ზე მეტი გამოცდა გაიარა, სადაც ამოიცნო დაავადებული ადამიანების 98%. ექიმების თქმით, ბლატი ძალიან მხიარული ძაღლია და ექსპერიმენტს თამაშის სახით აღიქვამს, რის შედეგადაც იღებს გემრიელ სასუსნავებს, განსაკუთრებით კი სოსისებს.

ექსპერიმენტის მიზანია, ბლატმა შეძლოს ავთვისებიანი სიმსივნის ამოცნობა საწყის ეტაპზე, რადგან
ბოლო სტადიებში სიმსივნის აღმოჩენა ექიმებსაც მარტივად შეუძლიათ.

ადამიანს ერთხელ ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან ამოაქვს 3 000-ზე მეტი
ორგანული შეერთება და მხოლოდ 15-20 მათგანი ფილტვის კიბოს დასტურად ითვლება. სამომავლოდ, ზუსტი იდენტიფიცირების შემთხვევაში, ძაღლის ადგილს დაიკავებს ე.წ. "ელექტრონული ცხვირი", რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე იქნება შექმნილი.

ასევე იხილეთ:

მტრედებს კიბოს დიაგნოსტირება თითქმის ისევე შეუძლიათ, როგორც ადამიანებს

ბორდერ-კოლიმ გოგონას ლეიკოზი ადრეულ სტადიაში აღმოუჩინა

სპეციალისტებმა ცხოველებისთვის კიბოს წამალი შექმნეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?