გაჩუქებული ძაღლი სხვადასხვა პატრონს 11-ჯერ გაეპარა და თავშესაფარში დაბრუნდა... მომვლელებმა საბოლოოდ შეიტყეს მისი მოწოდება
გაჩუქებული ძაღლი სხვადასხვა პატრონს 11-ჯერ გაეპარა და თავშესაფარში დაბრუნდა... მომვლელებმა საბოლოოდ შეიტყეს მისი მოწოდება
ცხოვრების გარკვეულ მანძილზე ძაღლი სამხრეთ კაროლინიდან ვერ პოულობდა ოჯახს, სადაც ის თავს ბედნიერად იგრძნობდა. ძაღლი გამბი 7 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში თავშესაფარმა 11-ჯერ გააჩუქა, თუმცა, ის ახალი პატრონებისგან იპარებოდა და ბრუნდებოდა იქ, სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა. 

ორი წლის წინ, ჩარლსტონის თავშესაფარმა სოციალურ ქსელში გამბის ისტორია გაავრცელა. გამბი არ ჰგავდა სხვა ცხოველებს და მის უცნაურ ქცევას ვერავინ იგებდა.

უპატრონო ძაღლი თავშესაფარმა პირველად 2014 წელს მიიღო. ის რამდენიმე ხანში მოსიყვარულე ოჯახმა აიყვანა, მაგრამ 3 დღის შემდეგ იგი თავად დაბრუნდა თავშესაფარში. მეორე
პატრონთან
გამბი შედარებით დიდხანს - 6 დღე დარჩა, თუმცა, შინაური ბინადარი იქიდანაც გამოიქცა. მესამე პატრონმა გამბი ორჯერ დააბრუნა თავშესაფარში და ის არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ცხოველზე უარი თქვა.

Zooclub

გამბის მოფერება, მზრუნველობა არ აინტერესებდა. ის ყველა შემთხვევაში გარბოდა ახალი პატრონებისგან. თავშესაფრის მომვლელებს არ უნდოდათ მათი "მუდმივი ბინადრის" მიტოვება.

2015 წელს ძაღლი სამჯერ აიყვანა სხვადასხვა პოტენციურმა მფლობელმა, თუმცა, ყველა შემთხვევაში ის უკან დაბრუნდა. 2014 წლიდან მოყოლებული, გამბი 11-ჯერ დაბრუნდა თავშესაფარში - სამჯერ ქუჩაში იპოვეს, ხოლო დარჩენილ შემთხვევებში ახალი პატრონები თავად აბრუნებდნენ თავშესაფარში.

საბოლოოდ, მომვლელები ძაღლის უცნაურ ქცევებს შეეჩვივნენ და გადაწყვიტეს, გამბიზე თავად ეზრუნათ. შინაური ცხოველის ოფიციალური სახლი თავშესაფარი გახდა, რის შემდეგაც ის აღარ გაქცეულა.

Zooclub

შესაძლოა, გამბისთვის თავშესაფარი იყო ზუსტად ის ადგილი, სადაც ძაღლი თავს კომფორტულად გრძნობდა. მეტიც, ცენტრის ხელმძღვანელმა - დონია სათრილმა იგი პირად თანაშემწედ დანიშნა.

ძაღლს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა - ის სხვა ცხოველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. აღმოჩნდა, რომ გამბი ბუნებამ დააჯილდოვა, ამოიცნოს ცხოველების ემოციები. გარდა ამისა, გამბი გახდა სისხლის დონორი კატებისთვის, რომლებიც თვალის დაავადებით იტანჯებოდნენ.

"ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ჩვენ გამბის სისხლს ვიღებთ და თეთრ უჯრედებს დაავადებულ კნუტებს თვალში ვაწვეთებთ. აღმოჩნდა, რომ ეს შრატი პატარა არსებებს კურნავს,"- ამბობს თავშესაფრის მომვლელი.

ასე რომ, გამბის თავშესაფრის ბინადრებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. საბოლოოდ, ის გახდა ძაღლი, რომელსაც ამ ცხოვრებაში თავისი მისია აკისრია.

ასევე იხილეთ:

პიტბული თავშესაფარში ახლოს არავის უშვებდა, სანამ მასთან 7 წლის ბიჭი არ მივიდა..

ძაღლი თავშესაფარში მარტო დადის... მისი ისტორიის გაგრძელებას ვერც კი წარმოიდგენთ

ძაღლი თავის უსახლკარო მეგობრებს აჭმევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?