უპატრონო ძაღლმა ბიჭს მეორედ სთხოვა ხორცის ნაჭერი, ამიტომ მან გადაწყვიტა, ცხოველს თან გაჰყოლოდა და გაეგო, სად მიჰქონდა საკვები...
ბიჭი, რომელმაც ეს ამაღელვებელი ვიდეო გადაიღო, ბანგკოკში (ტაილანდი) ცხოვრობს. აი, ისტორიაც, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააზიარა:

"ამ ძაღლმა ერთხელ მთხოვა შემწვარი ქათმის ნაჭერი და ახლა მეორედ მოირბინა სათხოვნელად. პირველად უბრალოდ კბილები ჩაავლო ნაჭერს და სადღაც გაუჩინარდა, მეორედ კი გადავწყვიტე, მისთვის მეთვალთვლა. მაინტერესებდა, სად მიჰქონდა ქათმის ნაჭერი. რამდენიმე-წუთიანი დევნის შემდეგ, დავინახე, თუ როგორ მიიტანა ძაღლმა საკუთარი ულუფა პატარა ლეკვებთან, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებოდნენ."

ასეთი მზრუნველობით გამოირჩევა უპატრონო მშიერი ძაღლიც კი საკუთარი პატარების მიმართ.

არასოდეს დაგენანოთ, უწილადოთ ცხოველს პატარა პურის ნაჭერი. ის თქვენდამი
სამუდამოდ მადლიერი დარჩება.

ასევე იხილეთ:

ძაღლი საფლავზე იძინებდა, ადამიანებს ეგონათ, რომ გარდაცვლილ პატრონზე დარდობდა...

ძაღლმა მოტეხილი
თათით 3 კილომეტრი გაიარა, რათა ვეტერინარი თავის ლეკვებთან მიეყვანა


ძაღლმა უსახლკარო მეგობარს საკუთარი პლედი აჩუქა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?