ოჯახებმა აიყვანეს ძაღლები, რომლებიც პირველად ნახეს ცხოვრებაში. ისინი დაიბნენ, როდესაც კარი გააღეს! (+ვიდეო)
ეს ყველაფერი ძალიან უცნაური და ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.

2011 წელს ტრეისი უიატმა თავის სურვილსა და გრძნობებს დაუგდო ყური - გადაერჩინა, ე.წ. არასაჭირო ძაღლები. მან და მისმა ქმარმა სკოტმა მოგზაურობა დაიწყეს. ისინი ტეხასის შტატის თავშესაფრებიდან არასაჭირო ძაღლებს იყვანდნენ და სხვა შტატებში მიყავდათ, რომ იქ მათთვის პატრონი და სახლი ეპოვათ.
ასე დაიწყო წარმოუდგენელი კამპანია Tracy’s Dogs-ი. მას მერე მათ გადაარჩინეს 3 700 ძაღლზე მეტი, რომლებსაც ევთანაზია ემუქრებოდათ!

ასეთ დღეებში, Tracy’s Dogs-ი თავის პარტნიორებთან ერთად ათანხმებს შეხვედრის ადგილს, სადაც ახალი პატრონები თავის მომავალ
ძაღლებს ხვდებიან. განაცხადის შევსებიდან ყოველ თვე, ძაღლის აყვანის ყველა ნიუანსი უნდა შეთანხმდეს. სკოტი ათობით ბედნიერ
ლეკვს სვამს დიდ ტრეილერში და მას ავტოსადგომ PetSmart-ში მინესოტას, ვისკონსინის, ილიოისის შტატში, ასევე, ინდიანას, ოჰაიოს, პენსილვანიის, ვაშინგტონისა და ფლორიდის შტატებში აგზავნის. იქ მათ მოუთმენლად ელიან ახალი, წინასწარ შერჩეული პატრონები.

მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ზუსტად ის მომენტი, როდესაც პატრონები პირველად ხვდებიან ბინადრებს. ეს საოცრად ლამაზი და ემოციური მომენტია.

“ყოველთვის ვტირი, როდესაც ასეთ ვიდეოს ვუყურებ", - უკომენტარებს ერთ-ერთი გულშემატკივარი, - "არასოდეს მინახავს, რომ ერთ დღეს ამდენი საოცარი ძაღლი ერთად ჩუქდებოდეს! მგონია, ამ ძაღლებიდან უმეტესობამ იცის, რომ სამუდამოდ ბრუნდება თავის ახალ ოჯახში და რომ აღარასოდეს მოუწევთ რამეზე დარდი და წუხილი. რა თქმა უნდა, რომ არა ტრეისის დახმარება, ეს ძაღლები აქ არ იქნებოდნენ. ეს იყო ყველაზე მგრძნობიარე და გულისამაჩუყებელი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში!”.
manana
ვიტირე,მადლობა ამ საიტს,მიყვარხართ,და რაკარგია,რომ ასეთი ადამიანები არსებობენ,როგორც ტრეისია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?