ძაღლმა უსახლკარო მეგობარს საკუთარი პლედი აჩუქა
ძაღლმა უსახლკარო მეგობარს საკუთარი პლედი აჩუქა
შვიდი თვის ლეკვმა ლანამ სხვებზე უკეთ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება.

ლანა ცხოვრობს ბრაზილიაში, სადაც გასულ წელს ქუჩიდან და-ძმასთან ერთად აიყვანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, იგი სულენ შაუმლოფენმა და მისმა საქმრომ იშვილეს, სწორედ მას შემდეგ დაიწყო ლანას ბედნიერი ცხოვრება.

მიუხედავად დიდი სიყვარულისა და მზრუნველობისა, ლეკვს არ დავიწყებია, თუ როგორია ძაღლად ყოფნა, რომელსაც არავინ ჰყავს.

ბოლო დროს ამინდი გაუარესდა, ამიტომ პატრონმა ლანას თბილი პლედი უყიდა, რათა ძაღლი თბილად და კომფორტულად ყოფილიყო. ქალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი შინაური ცხოველი, ახალი მეგობრის გამო, საკუთარ კომფორტზე
უარს იტყოდა.

ლანას პატრონი დილით სამსახურში მიდიოდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ გამოიტანა მისმა ბინადარმა სახლიდან
ქუჩაში პლედი, რომ მეგობრისთვის ეჩუქებინა. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ქუჩაში მცხოვრები, უპატრონო ძაღლი იყო.

Zooclub

"საოცარია ლანას საქციელი. მან გამახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება", - ამბობს ცხოველის მფლობელი.

ლანას მეგობარი პერიოდულად მათი სახლის ეზოს სტუმრობს. ძაღლი ადამიანებს გაურბის, მაგრამ სულენი და მისი საქმრო უპატრონო ცხოველისთვის საკვებს ყოველთვის ტოვებენ.

ასევე იხილეთ:

კატამ საკუთარი კნუტები ერთგულ მეგობარ ძაღლს გააცნო

ჰასკის ლეკვმა თავშესაფარში თავად აირჩია კნუტი და სახლში წაიყვანა

უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?