სოცქსელის მომხმარებლები ავრცელებენ ფოტოსა და ვიდეოს, სადაც ისინი შინაურ ცხოველებთან ერთად ფიტნესით არიან დაკავებულნი. პოსტს თან ახლავს ჰეშთეგი #SquatYourDog.
აღნიშნავენ, რომ ონლაინ-აქცია ფიტნეს-ბლოგერმა, ალისა გრინმა (Alyssa Greene) წამოიწყო. ტეხასის შტატის მცხოვრებმა პირველად გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ძაღლთან ერთად ბუქნებს აკეთებდა. სიმძიმის ნაცვლად გოგონამ თავისი ოქროსფერი რეტრივერი კოლონელა გამოიყენა. წამოწყება გრინის ხელმომწერებმა აიტაცეს (მისი ინსტაგრამის ანგარიშს დაახლოებით 20 000 ადამიანი ადევნებს თვალს), შემდეგ კი სხვა - მომხმარებლებმაც.