ძაღლმა სდია და მოახერხა, გაეჩერებინა ის მანქანა, რომელმაც მისი პატრონი გაიტანა (+ვიდეო)
ძაღლმა სდია და მოახერხა, გაეჩერებინა ის მანქანა, რომელმაც მისი პატრონი გაიტანა (+ვიდეო)
"ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ძაღლი დაედევნა მანქანას, რომელიც მის პატრონს დაეჯახა. ქალი გადატვირთულ გზაზე მოტოროლერით მიდიოდა. საბედნიეროდ, შინაური ცხოველის პატრონმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. დაზარალებულის თქმით, ერთგული ძაღლი მას ყოველთვის იცავს", - წერს "Daily Mail"-ი.

საგზაო კამერამ აღბეჭდა, თუ როგორ დაეჯახა გზაჯვარედინზე მანქანა ქალს და გზა განაგრძო, თუმცა, მას პატარა შავი ძაღლი დაედევნა.

ცხოველი დაეწია მანქანას იმ დროს, როცა მძღოლი შეჩერდა და ავტომობილიდან გადმოვიდა. ამის შემდეგ მამაკაცი ძაღლთან ერთად დაზარალებულს მიუახლოვდა.

პატრონის თქმით, მან ძაღლი რამდენიმე წლის წინ აიყვანა და მას შემდეგ ერთგულად 
ემსახურება.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, თუმცა ცხოველს პატრონი გადაეფარა

ხიდან ჩამოვარდნილ
პატრონს ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა


ჩინელმა ქალმა საყვარელი ძაღლის სიკვდილის გამო შურისძიების მიზნით 9 მანქანა გადაწვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?