ერთი ციდა ძაღლი კობრას თავს დაესხა - მან პატრონისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა
ერთი ციდა ძაღლი კობრას თავს დაესხა - მან  პატრონისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა
"ქალაქ პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკა) დაიღუპა ძაღლი, რომელიც პატრონს გველის თავდასხმისგან იცავდა",- წერს გამოცემა "Daily Mirror"-ი.

ტერიერის ჯიშის ძაღლმა სპაიკმა შეამჩნია კობრა, რომელიც ქალისკენ მიცოცავდა და თავდასხმას ცდილობდა. ცხოველმა ქვეწარმავლის მოკვლა შეძლო, თუმცა, ამ უკანასკნელმა მოასწრო და მას პირზე უკბინა. გარდა ამისა, გველმა სიახლოვეს მყოფ მეორე ძაღლსაც თათზე უკბინა. დაკბენილი ცხოველები ერთი საათის შემდეგ მოკვდნენ.

Zooclub

ძაღლების პატრონის თქმით, მან ვერ დაინახა, თუ როგორ უახლოვდებოდა ქვეწარმავალი, სანამ სპაიკმა ის პირით არ მიიყვანა.

Zooclub

"როდესაც შევამჩნიე, გველი ძალიან ახლოს იყო ჩემთან, რომ არა ჩემი ერთგული
ძაღლები, მას შეიძლება, ჩემთვისაც ეკბინა", - ამბობს ქალი.

Zooclub

ქვეწარმავლის გამოჩენა ძაღლების პატრონისთვის მოულოდნელი იყო, რადგან
წლის ამ პერიოდში გველებს სძინავთ. ის ფიქრობს, რომ კობრას გამოღვიძება მის მეზობლად მცხოვრები ოჯახის ბრალია, რომლებსაც ეზოში დიდი ქვები გადაჰქონდათ.

ასევე იხილეთ:

პიტბულმა სიცოცხლის ფასად ორი ქალი კობრისგან იხსნა

კამეჩი პატარა სპილოს თავს დაესხა, თუმცა, რამდენიმე წამში დედა სპილო გამოჩნდა...

ინდოეთში კობრამ ტურისტი მასთან ერთად სელფის გადაღების დროს სასიკვდილოდ დაკბინა
777
გმირი ცუგები. ცუდია რომ ვერ გადაარჩინეს...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?