პატრონმა წართმეული ძაღლი 2 წლის შემდეგ დაიბრუნა... მათი შეხვედრა საოცარი სანახავია (+ვიდეო)
პატრონმა წართმეული ძაღლი 2 წლის შემდეგ დაიბრუნა... მათი შეხვედრა საოცარი სანახავია (+ვიდეო)
ხოსე ვისკონსის შტატში (კოლუმბია) ცხოვრობს. 2 წლის წინ მას რთული პერიოდი დაუდგა. მამაკაცი ცოლს დაშორდა, დაკარგა სახლი და საცხოვრებლად მანქანაში გადაინაცვლა. ამ დროს იგი დაუმეგობრდა ლეკვს, რომელიც პრობლემების გადალახვაში და ცხოვრების შეცვლაში დაეხმარა.

"ძაღლი რთული პერიოდის გადალახვაში დამეხმარა. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით, ის ყველგან თან დამყავდა", - ამბობს ხოსე.

მან ძაღლი დროებით საკუთარ ახლობელს დაუტოვა. 3 თვის შემდეგ ხოსე დაბრუნდა ოთხფეხა მეგობრის წასაყვანად, თუმცა, ის აღარ დაუბრუნეს. ეს მამაკაცისთვის მძიმე გადასატანი იყო.

2 წლის შემდეგ ხოსეს დაუკავშირდნენ ცხოველთა თავშესაფრიდან. მათი
თქმით, ძაღლი ქუჩაში უპატრონოდ იყო, ხოლო კოდის
ამოცნობისას ხოსეს საკონტაქტო ინფორმაცია იპოვეს.

მამაკაცს იმდენად გაუხარდა ამ ინფორმაციის გაგება, ვერ იჯერებდა, რომ  ერთადერთ მეგობარს შეხვდებოდა. შიშისმომგვრელი კი ის იყო, რომ მან არ იცოდა, იცნობდა თუ არა ძაღლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, თავშესაფარში წავიდა. ორი წლის უნახავი მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ.

აქ სიტყვები ზედმეტია - იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დაკარგულმა ძაღლმა ტელევიზორიდან თავისი პატრონის ხმა ამოიცნო

ოკეანეში შემთხვევით გადავარდნილი ძაღლი 5 კვირის შემდეგ დაუბრუნდა მეთევზე პატრონს

სამხედროსა და მისი დაკარგული ძაღლის ემოციური შეხვედრა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?