უსახლკარო ძაღლი მთელი ღამე ათბობდა ჩვილს, რომელიც საკუთარმა დედამ ყინვაში დატოვა (+ვიდეო)
უსახლკარო ძაღლი მთელი ღამე ათბობდა ჩვილს, რომელიც საკუთარმა დედამ ყინვაში დატოვა (+ვიდეო)
უსახლკარო ცხოველმა გადაარჩინა ადამიანის შვილი, რომელიც საკუთარმა დედამ მიატოვა. ეს ამბავი არგენტინაში, ქალაქ ვირეი-დელ-პინოში მოხდა.

33 წლის ქალმა ერთი თვის ჩვილი ქუჩაში გადააგდო!

ღამით ტემპერატურა 0 გრადუსს ქვემოთ ჩამოვიდა. ბავშვს გაყინვა და სიკვდილი ემუქრებოდა.
საბედნიეროდ, იმ ეზოში, სადაც ქალმა ბავშვი დატოვა, უსახლკარო ძაღლი ცხოვრობდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას პუტი შეარქვეს.

პუტიმ ცოტა ხნის წინ ლეკვები გააჩინა და საკუთარი თავი მთლიანად თავის შვილებს მიუძღვნა. გულგრილი ადამიანებისგან განსხვავებით, როდესაც ცხოველმა ბავშვის ტირილი გაიგო, მაშინვე მიუწვა ახალშობილს გვერდით. სწორედ ამან გადაარჩინა ბავშვის სიცოცხლე! პუტი მთელი
ღამე ათბობდა პატარა ადამიანსა და საკუთარ ლეკვებს.

დილით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბავშვის ტირილი გაიგეს. პატარა მაშინვე
წაიყვანეს ახლო მდებარე საავადმყოფოში. ახლა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას აღარაფერი ემუქრება.

დამნაშავე დედა კი პოლიციამ დააკავა და მას კანონის მთელი სიმკაცრით მოსთხოვენ პასუხს.

ცხოველები ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებენ. ადამიანებმა უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ და გვიყვარდეს ეს საოცარი არსებები!

იხილეთ ვიდეო
ketino
ამხელა კალი ვარ და ჯერ ტიტი არ დამიკარებია რომელიმე ცხოველზე სჰორიდან მომცონს კველა ცხოველი უბრალოდ პატარა ციცილაც კი არ დამიკავებია ხელსჰი მაგრამ ამ დზაგლის საკციელმა დამაპიკრა ცხოველი დზაგლს კი არ უნდა დაუდზახოტ არამედ ადამიანს მაგრამ სახელი ცხოველი კარგია რადგან სჰევხედეტ უპატრონო დზაგლმა როგორ გადაარცჰინა პატარას სიცოცხლე რა დზლიერი სჰეგრდზნება აკვს და ცჰკვიანური ვისაც აკვს საჰვალება და იმის ტავი რომ მოუარონ დზაგლებს და იკოლიონ უკან არ უნდა დაიხიონ უნდა მოეპერონ გაზარდონ მისცენ სიტბო რადგან დზაგლები უპრო იმსახურებენ ვიდრე ადამიანები სჰევხედეტ საკუტარმა დედამ რა უკო ახალდაბადებულს და დზაგლმა რა მოიმოკმედა მარტლა ერტგულები არიან დზაგლები გირს მატი დახმარება ნამდვილად პულიტ დავეხმარები რადგან მე ნამდვილად ვერ მივეკარები და უკიდი საჰმელებს დზაგლებს და აცჰამონ გირსნი და დასაპასებლები არიან
ნანა
რამდენ ადამიანებს ჯობიან. საყვარელი ამიტომ მიყვარნან ცხოველები. გენაცვალე ტბილო საყვარელო ცუგო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?