დამნაშავე ძაღლი პატრონისგან პატიებას სასაცილოდ ითხოვს (+ვიდეო)
დამნაშავე ძაღლი პატრონისგან პატიებას სასაცილოდ  ითხოვს (+ვიდეო)
ჩვენი შინაური ცხოველები საოცრად მოსიყვარულენი, მგრძნობიარენი და თბილები არიან. ძაღლი ყოველთვის განიცდის პატრონის გაბრაზებას. უდავოა, იდეალურად გაწვრთნილი შინაური ცხოველი იშვიათია. ოთხფეხა ბინადარი უწყინარ დანაშაულს თითქმის ყოველდღე ჩადის. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ცხოველი ადამიანი არაა, რომ გააკონტროლოს, რა შეიძლება და რა არა, თუმცა, მას დანაშაულის გრძნობა ყოველთვის აქვს. მეტიც, პატრონისგან ითხოვს პატიებას და გამოხატავს სინანულის გრძნობას. 

მომდევნო ვიდეოს მთავარი გმირი სასაცილო ძაღლია, რომელიც ყველანაირი საშუალებით ცდილობს დანაშაულის გამოსყიდვას. იგი პატრონის წინაშე თავს ხრის და თვალებში სინანულის გრძნობა აქვს. მეტიც, შერიგების მიზნით, მამაკაცის
მხარზე თათს დებს.

"ნამდვილი მსახიობი!" - სწორედ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში ძაღლის საქციელს.

იხილეთ
ვიდეო


ასევე იხილეთ:

მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა...

ძაღლი პატრონს პატიებას სთხოვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?