ძაღლმა მაშინვე ვერ იცნო პატრონი, რომელმაც წონაში 20 კილო დაიკლო (+ვიდეო)
ძაღლმა მაშინვე ვერ იცნო პატრონი, რომელმაც წონაში 20 კილო დაიკლო (+ვიდეო)
აშშ-ს ქალაქ სენფორდის (ჩრდ. კაროლინის შტატი) მცხოვრები საკუთარმა ძაღლმა ვერ იცნო, როდესაც ის 5 კვირის შემდეგ სახლში დაბრუნდა. პატრონს წონა ძალიან დაკლებული ქონდა. შეინ გოდფრი იძულებული იყო ეს პერიოდი საავადმყოფოში გაეტარებინა.

სამედიცინო დაწესებულებაში მამაკაცი გართულებული გრიპის მიზეზით მოხვდა. გოდფრი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მკურნალობის პერიოდში მან წონაში 22 კილო დაიკლო.

როდესაც ამერიკელი სახლში დაბრუნდა, ძაღლმა ვილიმ მას ჯერ ყეფა დაუწყო, შემდეგ დაყნოსა და პატრონი რომ იცნო, შეახტა და სიხარულით კინაღამ გონება დაკარგა.
”წარმოიდგინეთ, როდესაც წონაში ისე იკლებთ, რომ თქვენი ძაღლი ვერ
გცნობთ, სანამ არ დაგყნოსავთ”, - წერს გიდფრი საკუთარ ფეისბუქზე, სადაც ვიდეოზე აღბეჭდილი ვილის რეაქცია ატვირთა.

ამერიკელმა ვილი წლინახევრის წინ აიყვანა. ის მან საკუთარ სახლთან იპოვა და გულგრილად ჩავლა ვერ შეძლო მაშინ, როდესაც ძაღლი იყინებოდა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?