ბრიტანელმა ქირურგებმა ჰერმაფროდიტ ძაღლს ოპერაცია გაუკეთეს
ბრიტანელმა ქირურგებმა ჰერმაფროდიტ ძაღლს ოპერაცია გაუკეთეს
18 თვის წინ რასელ ტერიერი, სახელად მოლი, ორი სასქესო ორგანოთი დაიბადა. ამრიგად, ის ჰერმაფროდიტი იყო.

გარეგნულად ის უფრო ძუს გავდა, ამიტომ ქალბატონის სახელი დაარქვეს, მაგრამ რაც მეტად იზრდებოდა, მით მეტად ემსგავსებოდა მისი ქცევები ხვადის ქცევებს. მაგალითად, მოსაშარდად უკანა თათს მაღლა სწევდა. გარდა ამისა, ის აღგზნებული ხდებოდა.

აღელვებულმა პატრონებმა ის გლაზგოში (შოტლანტია) ვეტერინარულ კლინიკა Pets'n'Vets-ში მიიყვანეს. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მოლის მუცელში, როგორც საკვერცხეები, ისე ხვადის სათესლე ჯირკვალიც ქონდა.

ვეტერინარ ალან როსის სიტყვებით, ოპერაციის გარეშე ძაღლი დიდი ხნით მტანჯველ მდგომარეობაში ჩავარდებოდა”.

Zooclub

”მოლის
ანატომია განსაკუთრებულია. იგი გარეგნულად ძუს გავდა, მაგრამ ორგანიზმში ხვადისა და ძუს სასქესო ორგანოები ქონდა. სამწუხაროდ, ასეთი
ანომალია ცხოველს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის”.

მოლის სქესის კორექციის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა მოლი თავს შესანიშნავად გრძნობს. ექიმების თქმით, მსგავსი ოპერაცია შოტლანდიაში მეორედ ჩატარდა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?